ალემაზი / Alemaz
google plus

წამლის ფორმა: გარეგანი გამოყენების მალამო, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ფუნგიციდური, ექტოპარაზიტული საშუალება.


სამიზნე სახეობა:  მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, კენტჩლიქიანი, ღორი,  ძაღლი, კატა.


მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.


შემადგენლობა: მალამოს 1გ შეიცავს: კრეოლინს 0,12 მლ, გოგირდს 0,375გ.


გამოყენების ჩვენებები


გამოიყენება ცხოველთა კანის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ: ტრიქოფიტია, მიკროსპორია,  ფავუსი, ეგზემა,  დერმატიტი, ასევე ეფექტურია ნეკრობაქტერიოზის, ჩლიქის სიდამპლის, ფსოროფტოზისა და სარკოფტოზის (მუნი) დროს.


გამოშვების ფორმა: 20გ და 500გ პოლიეთილენის ფლაკონში.


გამოყენების წესი და დოზები


გამოყენების წინ მალამოს გულდასმით ურევენ, რადგან დიდხანს შენახვის დროს შეიძლება პრეპარატში შემავალი კომპონენტები ფენებად განლაგდნენ. წასმა ხდება დაზიანებულ უბანზე თხელ ფენად და 2-4სმ მის ირგვლივ. დაზიანებულ კერას ამუშავებენ დღეში 1-2ჯერ, მკურნალობა გრძელდება გამოჯანმრთელებამდე, როცა შეიმჩნევა დაზიანებული უბნის გათავისუფლება და ბალანის წამოზრდა. 10 დღის შემდეგ აუცილებელია დაზიანებული კანის მიკროსკოპული კონტროლი. აღმძვრელის აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობას იმეორებენ.


შენახვის პირობები


პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C-ზე.


ვარგისიანობის ვადა:  2 წელი.

 

იხილეთ სრულად