მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტრიქოფიტიის საწინააღმდეგო ცოცხალი მშრალი ვაქცინა
google plus



მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტრიქოფიტიის საწინააღმდეგო

ცოცხალი  მშრალი  ვაქცინა  

მწარმოებლი: შპს „ბელვიტუნიფარმი“, ბელარუსის რესპუბლიკა

  1. საერთო ინფორმაცია

1.1.  მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტრიქოფიტიის საწინააღმდეგო მშრალი, ცოცხალი ვაქცინა

1.2.  ვაქცინა წარმოადგენს სოკო Trichophyton Verrucosum-ის ლიოფილიზებულ გამომშრალ  ატენუირებულ ცოცხალ შტამს, გაზრდილს მყარ საკვებ ნიადაგზე.  

1.3. გარეგნულად პრეპარატი წარმოადგენს - ერთგვაროვანი სუსპენზიის მოსამზადებელ,  ერთგვაროვან მშრალი მასის ტაბლეტს, რომლის ფერი მერყეობს ღია მონაცრისფროდან კრემისფერ შეფრილობამდე.   

1.4. ვაქცინა მოთავსებულია 10სმ3 მოცულობის სტერილურ მინის ფლაკონში (5, 10, 20 და 40 საინექციო დოზით).  

1.5. ვაქცინის განზავებისთვის გამოიყენება ნატრიუმის ქლორიდის სტერილური იზოტონური ხსნარი (გამხსნელი).

1.6. ვაქცინა ინახება მწარმოებლის მიერ დამზადებულ შეფუთვაში შუქისგან დაცულ ადგილას 2-100C ტემპერატურაზე.

1.7. ვაქცინის ვარგისიანობის ვადა 12 თვე. მომზადების თარიღიდან შენახვისა და ტრანსპორტირების პირობების დაცვის შემთხვევაში. 

  1. ბიოლოგიური თვისებები

2.1.  ვაქცინა ხასიათდება პროფილაქტიკური და სამკურნალო თვისებებით. იგი შეიცავს Trichophyton Verrucosum-ის ცოცხალი სავაქცინე შტამის მიკროკონიდიებს, რომლებიც იწვევენ სპეციფიკური ანტისხეულების გამომუშავებას, რაც უზრუნველყოფს ტრიქოფიტიის საწინააღმდეგო    იმუნიტეტის გამომუშავებას

2.2.  ვაქცინის 1 დოზა შეიცავს 20-დან 60 მილიონამდე ცოცხალი  სოკოს მიკროკონიდიებს. ვაქცინა არის უვნებელი და არეაქტოგენური.  

2.3.  აცრილ ცხოველებში იმუნიტეტი გამომუშავდება ვაქცინის განმეორებით შეყვანიდან 30 დღე-ღამის შემდეგ და შენარჩუნებულია 7 წლის განმავლობაში.

3. პრეპარატის გამოყენების წესი

3.1. ვაქცინა გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტრიქოფიტიის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

3.2. გამოყენებამდე ვაქცინიას განაზავებენ გამხსნელში. ამისთვის სტერილური შპრიცით,  ასეპტიკის დადგენილი წესების დაცვით, ვაქცინის შემცველ (მშრალ განუზავებელ 10სმ3 მოცულობის) ფლაკონში შეჰყავთ 5სმ3  გამხსნელი და შეანჯღრევენ  ერთგვაროვანი სუსპენზიის  მიღებამდე. შემდეგ ეს სუსპენზია გადააქვთ  გამხსნელიან ფლაკონში, კონცენტრაციით 1 სმ3 გახსნილი სუსპენზია 5სმ3 გამხსნელზე. ამ მეთოდით გახსნილი ვაქცინა მზადაა გამოსაყენებლად.   

3.3. ვაქცინა შეჰყავთ კუნთში გავის მიდამოში. ინექციის ადგილას ბალნიანი საფარველი წინასწარ უნდა გაიპარსოს და დამუშავდეს ანტისეპტიკური საშუალებით, რომელიც ნებადართულია გამოსაყენებლად. გამოყენებამდე ხდება შპრიცისა და ნემსის სტერილიზაცია.

     ვაქცინა გამოიყენება განზავებიდან 12 საათის განმავლობაში. გამოუყენებელი განზავებული ვაქცინის ნარჩენი ნადგურდება ადუღებით 30 წუთის განმავლობაში.  

3.4. პროფილაქტიკის მიზნით ვაქცინა კეთდება ორჯერადად, 10-14 დღიანი ინტერვალით,  შემდეგი დოზებით:

- ხბოს (ასაკით 14 დღიდან 4 თვემდე) - 5სმ3

- მოზარდს (ასაკით 4 თვის  ზემოთ) და ზრდასრულს პირუტყვს - 10სმ3

  3.5. სამკურნალოდ ვაქცინა კეთდება ტრიქოფიტიით დაავადებულ ცხოველებში ორჯერადად, 10-14 დღიანი ინტერვალით  შემდეგი დოზებით:

- ხბოს (ასაკით 4 თვემდე) -10სმ3

 - მოზარდს (ასაკით 4 თვის  ზემოთ) და ზრდასრულ პირუტყვს - 20სმ3

3.6. ყველა ახალდაბადებული მოზარდი კეთილსაიმედო და არაკეთილსაიმედო მეურნეობებში ექვემდებარება აუცილებელ ტრიქოფიტიის საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას. 

3.7. ვაქცინირებული ცხოველების მდგომარეობაზე დაკვირვება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციიდან 30 დღე-ღამის განმავლობაში. ვაქცინაციის შემდგომ ნორმალურ რეაქციად ითვლება ინექციის ადგილას ზომით 20 მმ-დე  ლოკალურად ზედაპირული ქერქის წარმოქმნა, რომელიც 20-30 დღე-ღამის შემდეგ თავად ძვრება და არ საჭიროებს სამკურნალო საშუალებებით დამუშავებას.  

3.8. სამკურნალო ეფექტი ვლინდება ვაქცინის მეორეჯერ შეყვანიდან 20-30 დღე-ღამის შემდეგ და ხდება ტრიქოფიტული ქერქის გათხელება და შემდეგ ჩამოვარდნა. ქერქის ჩამოვარდნის დასაჩქარებლად დაზიანებული უბნების დამუშავება რეკომენდირებულია დასარბილებელი საშუალებებით-თევზის ცხიმით, ვაზელინით და ა.შ.

3.9. ვაქცინაციას არ ექვემდებარება ცხოველები სხეულის მაღალი ტემპერატურით, დასუსტებული ან სხვა დაავადების ნიშნების მქონეები, აგრეთვე ცხოველები მაკეობის ბოლო პერიოდში. დაუშვებელია ვაქცინის გამოყენება მწვავე ინფექციური დაავადების მხრივ არაკეთილსაიმედო მეურნეობებში მანამ, სანამ არ მოხდევა ამ დაავადებების ლიკვიდაცია.

3.10.  ვაქცინის შეყვანა ცხოველებში, რომლებიც დაავადების ინკუბაციურ პერიოდში არიან, აჩქარებს ტრიქოფიტიის გამოვლინებას.

3.11. ტრიქოფიტიისთვის არაკეთილსაიმედო მეურნეობებში ვაქცინაციასთან ერთად  ტარდება ვეტერინალურ-სანიტარულ და სხვა ღონისძიებები, გათვალისწინებული  ამ დაავადების პროფილაქტიკისა და ლიკვიდაციის ღონისძიებების ინსტრუქციის შესაბამისად.

3.12 აცრილი ცხოველების დაკვლა დასაშვებია ვაქცინაციიდან 10 დღე-ღამის შემდეგ.  აცრილი კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველებისგან მიღებული  რძე გამოიყენება შეუზღუდავად. ცხოველის გარდაუვალი დაკვლის შემთხვევაში დადგენილ ვადამდე ადრე მიღებული პროდუქტები გამოიყენება ხორცისა და ხორცის პროდუქტებზე ვეტერინალურ-სანიტარული ექსპერტიზის წესების შესაბამისად.

3.13. ვაქცინირებული ცხოველების გადაჯგუფება, ტრანსპორტირება ნებადართულია შეზღუდვის გარეშე ვაქცინის ბოლო შეყვანიდან ერთი თვის შემდეგ.   

4.     პირადი პროფილაქტიკის ღონისძიებები

4.1.  ვაქცინაციის ჩატარებისას აუცილებელია სიფრთხილის ზომებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა, რომელიც გათვალისწინებულია ბიოლოგიური ვეტერინარული სამკურნალო საშუალებებების გამოყენებისას.

4.2.  უნდა მოარიდოთ ვაქცინის მოხვედრა კანსა და ლორწოვან გარსზე, მოხვედრის შემთხვევაში საჭიროა წყლით დაბანა და დეზინფექცია.