აინილი / Ainil
google plus

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.   


სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ღორი, ცხენი, ძაღლი, კატა.


მწარმოებელი ქვეყანა: ინვესა, ესპანეთი.


შემადგენლობა: კეტოპროფენი 100მგ;


გამოყენების ჩვენებები


მსხვილფეხა პირუტყვი - ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება, გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების დროს ანთებითი პროცესების სამკურნალოდ, სარძევე ჯირკვლის ანთების, მწვავე მასტიტის, ჩონჩხის კუნთების ანთების დროს.   


ღორი - ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება, მეტრიტის, მასტიტის, აგალაქტიის სინდრომის დროს, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი პროცესების დროს და რესპირატორული ინფექციების დროს.   


ცხენი – საყრდენ - მამოძრავებელი აპარატის ანთებითი დაავადებების მკურნალობისათვის: ართრიტის, ნაღრძობის, დაძაბულობის, შეშუპების, ხერხელმათაშორისი დისკების თიაქარის, პოდოდერმატიტის, სინოვიტის, ტენდოსინოვიტის და სხვა დაავადებების დროს. სხვადასხვა ეტიოლოგიის ტკივილის სინდრომის დროს (ტრავმული, პოსტოპერაციული ტკივილი, კოლიკების დროს).   


ძაღლი და კატა - ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება. გამოიყენება პოსტოპერაციულ პერიოდში, ასევე ჰიპერთერმიის, სარძევე ჯირკვლის შეშუპების, მწვავე მასტიტის დროს.   


გამოშვების ფორმა: 10მლ, 20 მლ, 50მლ, 100მლ, 250მლ შუშის ფკლაკონები.


გამოყენების წესი და დოზირება


 მსხვილფეხა პირუტყვი: ინექცია ვენაში ან კუნთში. 3 მლ აინილი 100კგ ც.წ-ზე (ექვივალენტურია 3 მგ კეტოპროფენისა/კგ ც.წ-ზე)  1-3 დღის განმავლობაში.


 ცხენი: საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დარღვევების მკურნალობის დროს, პრეპარატი შეჰყავთ ინტრავენურად, 1 მლ/45კგ ც.წ-ზე (რაც ექვივალენტურია 2.2 მგ კეტოპროფენისა/კგ.ც.წ-თან), 3–5დღის განმავლობაში.

კოლიკის სიმპტომატური მკურნალობის დროს - 1მლ/კგ.ც.წ-ზე (ექვივალენტურია 2.2 მგ კეტოპროფენისა/კგ.ც.წ-თან) ძირითადად ერთჯერადი დოზა საკმარისია და მომდევნო დოზის გაკეთებამდე უნდა შეფასდეს ცხოველის კლინიკური მდგომარეობა.


ღორი - კუნთში, 3მლ/100კგ.ც.წ-ზე (რაც ექვივალენტურია 3 მგ კეტოპროფენის / კგ.ც.წ-თან) ყოველდღიურად დღე-ღამეში ერთჯერ, 1-3 დღის განმავლობაში.   


ძაღლი და კატა - კანქვეშ და/ან კუნთში, 0,2-0,25 მლ/10კგ-ც.წ-ზე დღეში ერთჯერ, 1,5 დღის განმავლობაში.           


გამოყენება მაკეობის და ლაქტაციის დროს


 რადგან არ არის შესწავლილი კეტოპროფენის გავლენა ნაყოფიერებაზე, მაკეობასა და ნაყოფის სიკვდილიანობაზე ცხენებში, ამიტომ აინილი არ უნდა მივცეთ მაკე ცხოველებს და 15 დღემდე ასაკის კვიცებს.


შენახვის ვადა: 2 წელი.