BAC 80
google plus


  BAC 80

სადეზინფექციო საშუალება სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში,  საყოფაცხოვრებო-კომუნალური-საზოგადოებრივი მომსახურების ობიექტებზე, საგანმანათლებლო, პენიტენციალურ დაწესებულებებში გამოსაყენებლად

მწარმოებელი: შპს „ბიოტეკსი“, საქართველო


  1. ზოგადი ცნობები


1.1. საშუალება „BAC 80“ წარმოადგენს კონცენტრირებულ ხსნარს, გამჭვირვალე უფერო სითხეს, დამახასიათებელი სუნით. მოქმედი ნივთიერებების სახით შეიცავს მეოთხეული შენაერთების ჯგუფის ალკილდიმეთილ ბენზალკონიუმის ქლორიდს 8%, ასევე ფუნქციონალურ დანამატებს (არაიონოგენურ ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს და სხვ); საშუალების pH 8,5 ±1,4

ვარგისიანობის ვადა: მწარმოებლის შეფუთვით 2 წელი.

დამზადებული სამუშაო ხსნარი დახურულ ჭურჭლში შენახვის პირობების დაცვით ვარგისია 14  დღე.

პრეპარატი დაფასოებულია ქარხნულად კონცენტრირებული ხსნარის სახით პოლიეთილენის კანისტრებსა (20ლ, 5ლ ) და ბოთლებში ( 1 ლ ტევადობით) დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად.

1.2. ბენზალკონიუმის ქლორიდი წარმოადგენს მეოთხეული ამონიუმის კლასის ბიოციდს. საშუალებას გამოხატული აქვს კარგი სადეზინფექციო და რეცხვის თვისებები, ხასიათდება ბაქტერიციდული  (გრამუარყოფითი და გრამდადებითი მიკროორგანიზმების, მ.შ. ტუბერკულოზის აღმძვრელის (ტესტირებულია Mycobacteria terrae-ზე) და განსაკუთრებით საშიში ინფექციების ჭირის, ქოლერას, ტულარემიის, ლეგიონელეზის მიმართ), ვირულიციდური (ლიპიდშემცველი ვირუსების მიმართ, მ.შ.  ჰერპესის, იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ)), ფუნგიციდური (Candida albicans, Trichophyton spp, ობის სოკო), ალგიციდური აქტივობით.

საშუალების სამუშაო ხსნარების განზავებისას იგი არ აფუჭებს და არ აფიქსირებს ორგანულ დაბინძურებებს დასამუშავებელ ზედაპირებზე, ინსტრუმენტებზე. არ იწვევს მეტალის დაჟანგვას, კოროზიას დასამუშავებელ მასალებზე, არ ტოვებს ნადებს და ლაქებს დამუშავებულ ობიექტებზე.

საშუალება შეუთავსებელია სინთეზურ და ნატურალურ საპნებთან, სულფირირებულ ცხიმებთან, სარეცხ ფხვნილებთან და სხვა ანიონური, ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებთან. შეთავსებადია არაიონურ, ამფოტერულ და კათიონურ ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებთან.

საშუალება ბიოდეგრადირებადია და ეკოლოგიურად უსაფრთხოა.

    1. საშუალება, მწვავე ტოქსიკურობის პარამეტრების მიხედვით, კუჭში შეყვანისას განეკუთვნება ზომიერად საშიშ ნივთიერებათა მე-3 კლასს; ინჰალაციური ზემოქმედებისას აორთქლების მიხედვით (C20) საშუალება ნაკლებად საშიშია; მუცელში შეყვანისას ნაკლებად ტოქსიკურ ნივთიერებათა მე-4 კლასს; საშუალებას სუსტად აქვს გამოხატული მასენსიბილიზირებელი მოქმედება;  ახდენს ადგილობრივად გამაღიზიანებელ ზემოქმედებას კანსა და თვალის ლორწოვან გარსზე; კუმულაციური თვისებები გამოხატული არ აქვს.

სამუშაო ხსნარები 0.05% - 0.8% კონცენტრაციით („BAC 80“ -ის მიხედვით) კანზე ერთჯერადი ზემოქმედებით არ ახდენს ადგილობრივ გამაღიზიანებელ მოქმედებას, 1% ან უფრო მეტი კონცენტრაციის ხსნარების განმეორებითი ექსპოზიციისას აღინიშნება ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედება ხილულ ლორწოვან გარსებსა და კანის საფარზე.

სამუშაო ზონის ჰაერში ბენზალკონიუმის ქლორიდის  ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ)   – 1 მგ/მ3. დასახლებულ პუნქტებში ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრვევის დონე (ზდგდ) 0,03მგ/მ3



    1. საშუალება განკუთვნილია:


სამედიცინო დაწესებულებებში, სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში, აფთიაქებში, ლაბორატორიებში (მ.შ. კლინიკურ, მიკრობიოლოგიურ, ბაქტერიოლოგიურ, ვირუსოლოგიურ და სხვა სადიაგნოსტიკო), საპროცედურო კაბინეტებში, სისხლის აღების, გადასხმის პუნქტებში, სადგურებში, ინფექციის კერებში, კვების მრეწველობის საწარმოებში, ფარმაცევტულ, კოსმეტიკურ ინდუსტრიაში,  საყოფაცხოვრებო-კომუნალური-საზოგადოებრივი მომსახურების ობიექტებზე, სოციალური უზრუნველყოფის (ჰოსპისი, ინვალიდების, მოხუცებულთა სახლები), საგანმანათლებლო, პენიტენციალურ დაწესებულებებში,   სამხედრო ნაწილებში (ყაზარმები),  და სხვა დაწესებულებებში ბაქტერიული (ტუბერკულოზის ჩათვლით), ვირუსული და სოკოვანი (კანდიდოზი, დერმატოფიტოზი, ობის სიკოების) ეტიოლოგიის ინფექციების სადეზინფექციოდ:

-   ზედაპირების რეცხვა, წმენდა, დეზინფექცისათვის - ოთახების გარე ზედაპირების (იატაკი, კედელი, კარები და სხვ.), მყარი ავეჯის, სანიტარულ-ტექნიკური აღჭურვილობის (აბაზანა, ნიჟარა, უნიტაზი და სხვა), აპარატურა-დანადგარების, ხელსაწყოების, რეზინის (პოლიპროპილენის)  ხალიჩების (საგები), თეთრეულის, სამზარეულოსა და ლაბორატორიული ჭურჭელის (მ.შ. ერთჯერადი), სათამაშოების, პირადი ჰიგიენის საგნების,  დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის სადეზინფექციოდ;

  • ჰაერის ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების სადეზინფექციოდ საყოფაცხოვრებო-კომუნალური-საზოგადოებრივი მომსახურების ობიექტებზე.
  • ნაგვის შესაგროვებელი აღჭურვილობის, ურნების, ნაგავგამტარების, ნაგავშემკრებების, ასევე საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამზიდი ტრანსპორტის  წმენდა, რეცხვა, დეზოდორირება, დეზინფექციისთვის;

-   ყოველდღიური და გენერალური (სანიტარული) დასუფთავების ჩასატარებლად;

-   ტრანსპორტის (სანიტარული, სატვირთო, სამგზავრო, საკვები პროდუქტების გადამზიდი),  წმენდა, რეცხვა, დეზინფექციისთვის;

-   ფეხსაცმლის (რეზინის, პლასტმასის და სხვა პოლიმერული მასალის) სადეზინფექციოდ, სოკოვანი დაავადებების საპროფილაქტიკოდ;

-   ყოველდღიურ ყოფით ცხოვრებაში (ეტიკეტის შესაბამისად) გამოსაყენებლად. 


  1. სამუშაო ხსნარების დამზადება


2.1. საშუალების სამუშაო ხსნარი მზადდება შუშის, ემალირებულ (დაუზიანებელ), პლასტმასის  ჭურჭელში, საშუალების საჭირო რაოდენობის სასმელ წყალზე დამატებით ოთახის ტემპერატურაზე. სამუშაო ხსნარის მოსაზმადებლად უნდა იხელმძღვანელოთ ცხრილი 1-ში მოყვანილი გაანგარიშების შესაბამისად.

     სამუშაო ხსნარის მომზადება

ხსნარის კონცენტრაცია %

სადეზინფექციო ხსნარის და წყლის რაოდენობა, სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად მოცულობის შესაბამისად

პრეპარატის მიხედვით


მოქმ. ნივთ. მიხედვით

1 ლ

10 ლ

ხსნარი, მლ

წყალი, მლ

ხსნარი, მლ

წყალი,მლ

0,25

0,02

2,5

997,5

25,0

9975,0

0,5

0,04

5,0

995,0

50,0

9950,0

1,0

0,08

10,0

990,0

100,0

9900,0

2,0

0,16

20,0

980,0

200,0

9800,0

3,0

0,24

30,0

970,0

300,0

9700,0

5,0

0,4

50,0

950,0

500,0

9500,0

10,0

0,8

100,0

900,0

1000,0

9000,0

15,0

1,2

150,0

850,0

1500,0

8500,0


3. სხვადასხვა ობიექტების დეზინფექციისათვის საშუალება „BAC 80“ გამოყენება

3.1. საშუალების სამუშაო ხსნარი გამოიყენება პუნქტი 1.4-ში აღნიშნული ობიექტების სადეზინფექციოდ.

3.2. დეზინფექცია ტარდება: გაწმენდის, დალბობის, ჩაძირვისა და დასხურების (მორწყვის) მეთოდებით.

3.3. ზედაპირების სადეზინფექციოდ -  შენობის ზედაპირებს (იატაკს, კედლებს, კარებს და ა.შ.), მაგარ ავეჯს, ინტერიერის საგნებს, აპარატურისა და ხელსაწყოების ზედაპირებს წმენდენ სამუშაო ხსნარში დასველებული ჩვრით ან დასხურების (მორწყვის) მეთოდით. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა:  წმენდის -  100 მლ/მ2, მორწყვის (დასხურება) ჰიდროპულტიდან - 150 მლ/მ2, ან 300 მლ/მ2. დეზინფექციის დასრულების შემდეგ საჭიროა ჩატარდეს სველი წესით დასუთავება და შენობის განიავება.

3.4.  სატვირთო, სამგზავრო, საკვები პროდუქტების გადამზიდი ტრანსპორტის,    დამუშავებას ატარებენ დასხურების ან გაწმენდის მეთოდით პუნქტი 3.3-ში  მითითებული ხარჯის ნორმების შესაბამისად. სასურსათო პროდუქტების გადამზიდი ტრანსპორტის დეზინფექციის შემდეგ დამუშავებულ ზედაპირებს რეცხავენ წყლით და კარგად ამშრალებენ.

3.5. სანიტარულ-ტექნიკურ აღჭურვილობას (აბაზანებს, ნიჟარებს, უნიტაზებს და სხვ.) ამუშავებენ ჯაგრისით ან წმენდენ სამუშაო ხსნარში დასველებული ჩვრით (პუნქტი 3.3-ში  მითითებული ხარჯის ნორმების შესაბამისად), დეზინფექციის დასრულების შემდეგ ირეცხება წყლით.

3.6. პაციენტთა მოვლის საგნებს (სუდნო,  ქვესადები მუშამბა, შარდსაწვეთური, ოყნის ბუნიკი, პირადი ჰიგიენის საშუალებები და სხვა), პირადი ჰიგიენის საშუალებებს, სათამაშოებს, რეზინისა და პოლიპროპილენის საგებს (ხალიჩებს) სრულად ჩაუშვებენ სადეზინფექციო ხსნარში ანდა წმენდენ საშუალების ხსნარში დასველებული ჩვრით. დასაშვებია მსხვილი სათამაშოების დამუშავება დასხურების მეთოდით. დეზინფექციის შემდეგ მათ რეცხავენ გამდინარე წყლით.


3.7. ჭურჭელი: ჭურჭელს (მათ შორის ლაბორატორიული, ერთჯერადი, სამზარეულოს აღჭურვილობა) ათავისუფლებენ ნარჩენებისაგან და ჩაყურსვით  ჩაძირავენ მადეზინფიცირებელ ხსნარში 1 კომპლექტზე 2 ლ გაანგარიშებით. დიდ ჭურჭელს სამუშაო ხსნარში ათავსებენ იმგვარად, რომ საგნებს საშუალების ხსნარი ფარავდეს არანაკლებ 1 სმ-ზე. დეზინფექციის დასრულების შემდეგ ჭურჭელს რეცხავენ ჯაგრისით გამდინარე წყლის ქვეშ 5 წთ-ის განმავლობაში, ან ორ აბაზანაში (5-5 წთ თითოეულში) თანმიმდევრული ჩაძირვით. ერთჯერად ჭურჭელს დეზინფექციის შემდეგ უტარდება უტილიზება.

3.8. ჭურჭლის სარეცხ ნივთებს (ჯაგრისი, ღრუბელი, და ა.შ.) ჩაყურსავენ სადეზინფექციო ხსნარში, დეზინფექციის დასრულების შემდეგ წყალს ავლებენ და აშრობენ.

3.9. თეთრეულს ალბობენ სამუშაო ხსნარში 1 კგ მშრალ თეთრეულზე 4 ლიტრის გაანგარიშებით (ტუბეკულოზის დროს - 5ლ). დეზინფექციის დასრულების შემდეგ თეთრეულს რეცხავენ ამავე ხსნარში და ავლებენ გამდინარე წყლით.

3.10. დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარს (ჯაგრისები, ჩვრები, საფხეკი და სხვ.) სრულად ჩაძირავენ ან ალბობენ სამუშაო ხსნარში. დეზინფექციის დასრულების შემდეგ მას რეცხავენ და აშრობენ.

3.11. ფეხსაცმელს (რეზინის, პლასტმასის და სხვა პოლიმერული მასალის) ჩაძირავენ სამუშაო ხსნარში (ცხრილი 3-ის მიხედვით). დეზინფექციის დასრულების შემდეგ მას რეცხავენ და აშრობენ.

 3.12. სამედიცინო დანიშნულების საგნების დეზინფექციას ახორციელებენ პლასტმასის ან მომინანქრებულ (მინანქრის დაუზიანებლად) თავსახურიან ჭურჭელში. დეზინფექციის ჩატარებისას საგნებს სრულად ჩაუშვებენ საშუალების ხსნარში. დასაშლელს ხსნარში ჩადებენ დაშლილი სახით. საკეტი ნაწილების მქონე საგნებს ჩაუშვებენ გახსნილ მდგომარეობაში, წინასწარ ხსნარში კეთდება რამდენიმე სამუშაო მოძრაობა, რათა ხსნარმა უკეთ შეაღწიოს ძნელად მისაღწევ ადგილებში. ჩალბობის (სადეზინფექციო დაყოვნების) დროს არხები და ღრუები ავსებული უნდა იყოს ხსნარით (საჰაერო საცობების გარეშე). საგნებს საშუალების ხსნარი უნდა ფარავდეს არანაკლებ 1 სმ-ზე. დეზინფექციის დასრულების შემდეგ საგნებიდან საშუალების ნარჩენებს რეცხავენ გამდინარე წყალის ქვეშ არანაკლებ 5 წუთის განმავლობაში, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ არხების გამორეცხვას (შპრიცის ან ელექტროტუმბოს მეშვეობით) ისე, რომ არ დაუშვან გავლებული წყლის მოხვედრა გარეცხილ ჭურჭელზე (ცხრილი 6-8 მიხედვით).

3.13. ნაგავის შეგროვება (საცხოვრებელი, ადმინისტრაციული, საზოგადოებრივი მომსახურების შენობებიდან), ნაგავშეგროვებისათვის საჭირო აღჭურვილობის, ინვენტარის, ურნების, დეზინფექცია, წმენდა, რეცხვა ტარდება გამოყენების მომენტისათვის მოქმედი ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად (ცხრილი 2-ის მიხედვით).

3.14. გენერალური დასუფთავებისა და პროფილაქტიკური დეზინფექციის ჩასატარებლად საზოგადოებრივი კვების, კომუნალური მომსახურების ობიექტების (სასტუმრო, კინოთეატრი, ოფისები, სამრეწველო და აგრარული ბაზრები, საზოგადოებრივი ტუალეტები,  საცხოვრებელი სახლები და ა.შ.) საბავშვო და პენიტენციალური დაწესებულებების, სოციალური უზრუნველყოფის დაწესებულებების, ავტოტრანსპორტისა და სხვა ობიექტების სადეზინფექციოდ გამოიყენება ბაქტერიული ინფექციის შესაბამისი რეჟიმის ცხრილი 2 და 4-ის მიხედვით.

საპარიკმახეროებში, სილამაზის სალონებში, აბანოებში, წყლის აუზებზე, სანგამტარებში სადეზინფექციოდ გამოიყენება სოკოვანი დაავადებებისას (კანდიდოზი, დერმატოფიტიები) წარმოდგენილი  რეკომენდაციების მიხედვით (ცხრილი 3).

3.15. სილამაზის სალონის, მანიკურის, კოსმეტოლოგიური ინსტრუმენტების და ხელსაწყოების დეზინფექციისთვის გამოსაყენებელი სამუშაო ხსნარი შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალჯერადად 14 დღის განმავლობაში, ამასთან აუცილებელია ვიზუალურად თვალი ადევნონ ხსნარის მდგომარეობას. ფერის შეცვლის, ამღვრევის, ნალექების წარმოქმნის დროს სამუშაო ხსნარი უნდა შეიცვალოს.

         მომსახურების სფეროს ობიექტებში (საპარიკმახეროები, სილამაზის სალონები, კოსმეტიკური და სამასაჟო სალონები და ა.შ.) ზედაპირების, აღჭურვილობის, ინსტრუმენტების, ჰაერის დეზინფექციას  ატარებენ ვირუსული ან დერმატოფიტიების ინფექციების დროს ცხრილი  3-ის შესაბამისად.

3.15. ჰაერის დეზინფექციას ატარებენ შესაბამისი ტექნიკური დანადგარების მეშვეობით, საშუალების სამუშაო ხსნარის დასხურების მეთოდით, წინასწარ ტარდება ზედაპირების დეზინფექცია (შესაბამისი ინფექციის რეჟიმის მიხედვით), ახდენენ სათავსის ჰერმეტიზებას: ხურავენ კარ-ფანჯრებს, თიშავენ ვენტილაციას. სადეზინფექციო დაყოვნების დასრულების შემდეგ სამუშაო ხსნარის ნარჩენს საჭიროების შემთხვევაში მოაცილებენ ზედაპირებიდან მშრალი ჩვრით, სათავსებს კი ანიავებენ 10-15 წუთის განმავლობაში.

3.16. ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების დეზინფექციას ატარებენ მათი სრული გათიშვის შემდეგ ვენტილაციის დარგის ინჟინერთა ჩართვით და მათი ხელმძღვანელობით. ჰაერის ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების პროფილაქტიკურ დეზინფექციას ატარებენ კვარტალში ერთხელ საშუალების გამოყენების მომენტისათვის მოქმედი ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად.

         სავენტილაციო სისტემის გაწმედის შემდეგ დეზინფექციას ექვემდებარება: ჰაერგამტარები, სავენტილაციო შახტები, სავენტილაციო სისტემათა ცხაურები და ვენტილატორების ზედაპირები; კონდიციონერებისა და სათავსების კონდიცირების სისტემათა კონსტრუქციული ელემენტების, სპლიტ-სისტემების, მულტიზონალური სპლიტ-სისტემების, სახურავის კონდიციონერებისა და სხვ. ზედაპირები; კონდიციონერების ჰაერის გაწმენდისა და გაგრილების კამერები; დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარი;

          დამუშავებისას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ უცხო მიკროფლორის დაგროვების ადგილებს ჰაერის ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების ნაპრალებში, ვიწრო და ძნელად მისაწვდომ ადგილებში.

  • დეზინფექციას ატარებენ გაწმენდის, ჩალბობის, ჩაძირვის, დასხურებისა და აეროზოლირების მეთოდებით. იყენებენ საშუალების ოთახის ტემპერატურის ხსნარებს.
  • დეზინფექციის წინ ატარებენ ზედაპირების რეცხვას 2% -იანი სოდის ხსნარით.
  • კონდიციონერების, ვენტილატორებისა და კონდიცირების სისტემის კონსტრუირებული ელემენტების ზედაპირებს, ასევე კონდიციონერის რადიატორის ცხაურსა და კონდენსატის დამგროვებელს წმენდენ საშუალების ხსნარში დასველებული ჩვრით, დამუშავებული ზედაპირის ხარჯვის ნორმა 150 მლ/მ2. საშუალებასთან მუშაობა გაწმენდის მეთოდით შეიძლება ჩატარდეს ადამიანთა თანდასწრებით.
  •  ჰაერის კონდიცირების სისტემათა ჰაერის გაწმენდისა და გაგრილების კამერას გააუსნებოვნებენ დასხურებით ან აეროზოლირებით მომუშავე კონდიციონერის პირობებში მფილტრავი ელემენტის მოხსნით, სათავსიდან კონდიციონერში ჰაერის შემოსვლის მიმართულებით ხარჯვის ნორმა 150 მლ/მ2, აეროზოლირების მეთოდის გამოყენებით ხარჯვის ნორმა 80 მლ/მ2, ექსპოზიციის დასრულების შემდეგ სამუშაო ხსნარის ნარჩენს ზედაპირიდან აშორებენ მშრალი ჩვრით და ანიავებენ.
  • ვენტილატორების ზედაპირებსა და სათავსების ვენტილაციის სისტემათა კონსტრუქციული ელემენტების ზედაპირებს წმენდენ საშუალების ხსნარში დასველებული ჩვრით.
  • სათავსების ვენტილაციის სისტემათა ჰაერგამტარებს გააუვნებლენ დასხურებით ხარჯვის ნორმით 150 მლ/მ2, ანდა აეროზოლირებით ხარჯვის ნორმით 80 მლ/მ2 თანმიმდევრულად, 1-2 მ სეგმენტებად.
  •  კონდიციონერებისა და სათავსების ვენტილაციის ნახმარ მფილტრავ ელემენტებს ალბობენ საშუალების სამუშაო ხსნარში. დეზინფექციის შემდეგ ახდენენ ფილტრების უტილიზებას.
  • სავენტილაციო აღჭურვილობას წმენდენ ჯაგრისით, რის შემდეგაც გადაწმენდენ საშუალების ხსნარში დასველებული ჩვრით ან ასხურებენ.
  •  დასუფთავებისთვის საჭირო მასალას (ჩვრებს) ალბობენ საშუალების სამუშაო ხსნარში. სადეზინფექციო დაყოვნების შემდეგ მას ავლებენ წყალში და აშრობენ.

ჰაერის ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების დეზინფექციას ატარებენ ეპიდჩვენებების მიხედვით (ცხრილი 5-ში მითითებული რეჟიმებით).

განსაკუთრებისთ საშიში ინფექციების (ჭირი, ქოლერა, ტულარემია) დროს, სხვადასხვა ობიექტების დეზინფექციას ატარებენ ცხრილი 2-ის მიხედვით

3.17. დეზობარიერის შესავსებად  გამოიყენება 10% - იანი ხსნარი. ჩასასხმელი ხსნარის მოცულობა დამოკიდებულია ხალიჩის ზომაზე, რომელიც მითითებულია მისი გამოყენების ინსტრუქციაში.

ცხრილი 2.

სამუშაო ხსნარით ობიექტების დეზინფექციის რეჟიმი ბაქტერიული, განსაკუთრებით საშიში ინფექციების და ტუბერკულოზის დროს


დეზინფექციის ობიექტი

ხსნარის კონცენტრ. (პრეპ. მიხედვით) %/ (დაყოვნების დრო, წუთი)

დეზინფექც. მეთოდი

ბაქტერ. ინფექც.

ქოლერა, ჭირი, ტულარემია

ტუბერკულ.

ზედაპირები ფართებში, მაგარი ავეჯი, სამედ. დანიშნ. საგნები, აპარატურა-დანადგარები. სანიტარულ-ტექნიკური მოწყობილობა; ტრანსპორტი (სატვირთო, სამგზავრო, საკვები პროდ. გადამტანი ტრანსპორტი)

0,25 (60)

0,5 (30)

0,5 (60)

-

წმენდა

0,5 (60)

1,0 (30)

1,0 (30)

15,0 (60)


წმენდა ან მორწყვა

-

1,0 (120)

2,0 (60)

-

ჩაძირვა

თეთრეული დაბინძურების გარეშე (სეკრეტით)*

0,5 (30)

-

15,0 (60)


დალბობა

თეთრეული დაბინძურებული სეკრეტით*

3,0 (120)

2,0 (120)

-


დალბობა

ჭურჭელი საკვების ნარჩენის გარეშე*

0,25 (30)

0,5 (15)

0,5 (60)

10,0 (60)

ჩაძირვა


ჭურჭელი საკვების ნარჩენით*  

2,0  (60)

3,0 (120)

15,0 (120)

ჩაძირვა

სათამაშოები

1,0 (30)

1,0 (60)

-

15,0 (120)

წმენდა, მორწყვა ან ჩაძირვა

დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარი

3,0 (120)

3,0 (120)

5,0 (30)


ჩაძირვა (დალბობა)

ავადმყოფის მოვლის საგნები, პირადი ჰიგიენის საშუალებები (შინა, რეზინა, პლასტმასი)*

1,0 (30)

1,0 (60)

-


10,0  (120)

15,0 (60)

წმენდა

ჩაძირვა

სამედიცინო ნარჩენები

-

3,0 (120)

-

ჩაძირვა

ნაგავშემკრები აღჭურვილობა, ინვენტარი, ურნები, ნაგავმზიდი

0,25 (60)

0,5 (30)

-


-

 წმენდა


0,5(60)

1,0 (30)

-

-

მორწყვა

შენიშვნა* - რეცხვა ხორციელდება იმავე ხსნარში, რომელშიც საგნები დამუშავდა დალბობის ან ჩაძირვის მეთოდით

ცხრილი №3

სამუშაო ხსნარით ობიექტების დეზინფექციის რეჟიმი სოკოვანი (კანდიდოზი, დერმატოფიტია) და  ვირუსული ინფექციების დროს


დეზინფექციის ობიექტი

ხსნარის კონცენტრაცია პრეპ. მიხედვით, %, / (დაყოვნების დრო, წუთი)

დეზინფექციის მეთოდი

კანდიდოზი

დერმატოფიტია, ვირუსული ინფექც.

ზედაპირები ფართებში, მაგარი ავეჯი, აპარატურა-დანადგარები. სანიტარულ-ტექნიკური მოწყობილობა*

3,0 (60)

10,0 (60)

წმენდა

რეზინის საგები

-

-

10,0 (120)

15,0 (60)

წმენდა

ჩაძირვა

ფეხსაცმელი რეზინისა და პლასტიკისგან (აბაზანის ფეხსაცმელი და ა.შ.)*

5,0 (60)

10,0 (60)

ჩაძირვა

თეთრეული დაბინძურების  გარეშე*

1,0 (60)

5,0 (60)

დალბობა

თეთრეული დაბინძურებული სეკრეტით*

5,0 ( 60)

15,0 (60)

დალბობა

დასუფთავებისთვის საჭირო  ინვენტარი*

5,0 (60)

15,0 (60)

დალბობა, ჩაძირვა

ჭურჭელი საკვების ნარჩენის გარეშე*

1,0 (60)

2,0 (15)

-

ჩაძი