როტაგალი / Rotagal
google plus

როტაგალი  (Rotagal)

ინაქტივირებული ვაქცინა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის როტავირუსის, კორონავირუსისა და Escherichia coli-ს წინააღმდეგ

 

ფარმაცევტული ფორმა
საინექციო ემულსია, გამოიყენება ვეტერინარიაში
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ბიოლოგიური პრეპარატი, ვაქცინა
სამიზნე სახეობა
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (მაკე ძროხები და დეკეულები)
შემადგენლობა
ინაქტივირებული ვაქცინა დამზადებული ინაქტივირებული ანტიგენებისაგან, რომლის  ერთი დოზა (3მლ) შეიცავს:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის როტავირუსის შტამს TM-91, სეროტიპი G6P1; მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კორონავირუსის შტამს C-197; 
Escherichia coli-ს შტამი EC/17; ადჰეზინის ანტიგენთან F5 (K99) ერთად, დამატებული ადიუვანტი მონტანიდი ISA 206 VG  
თეთრი ფერის თხევადი ემულსია, რომელის შენახვისას შეიძლება ადვილად წარმოქმნას რესუსპენზიური ნალექი.
გამოშვების ფორმა
მუყაოს კოლოფში მოთავსებული უფერო მინის ფლაკონი 15 მლ (5 დოზა) ოდენობით.
გამოყენების ჩვენებები
გამოიყენება მაკე ძროხებისა და დეკეულების პროფილაქტიკური და აქტიური იმუნიზაციისათვის, ხბორების  კოლოსტრალური იმუნიტეტის ფორმირებისათვის როტავირუსის, კორონავირუსის და კოლიბაქტერიოზის საწინააღმდეგოდ.  რომელიც მიმართული იქნება გახანგრძლივებული დიარეის, გართულებების და სიკვდილიანობის  შესამცირებლად. ვაქცინა უზრუნველყოფს იმუნიზირებულ პირუტყვში გამოიმუშაოს სპეციფიური ანტისხეულები, რათა შემდგომში შთამომავლობას გადასცეს კოლოსტრალური იმუნიტეტი.
იმუნიტეტის ჩამოყალიბება:

კოლოსტრალური იმუნიტეტი იწყება ხსენის მიღებით.
ვაქცინაცია უტარდება მხოლოდ ჯანმრთელ ცხოველებს!
ვაქცინა გამიზნულია მშობიარობის ბოლო ტრიმესტრში გამოსაყენებლად.
გამოყენების წესი და დოზები 
ვაქცინა გამოყენებამდე შეათბეთ ოთახის ტემპერატურაზე(15-25℃-მდე).  გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ და მის გაკეთებამდე დარწმუნდით, რომ ნალექი გაიფანტა.
შეჰყავთ კუნთქვეშ, დოზით 3მლ (1 დოზა) სქემით:
ძროხებს და დეკეულებს უტარდებათ ერთჯერადი ვაქცინაცია ხბოს მოგებამდე 12-3 კვირით ადრე.
ხსენით კვება
ყველა ხბომ უნდა მიიღოს საჭირო ოდენობით ხსენი დაბადებიდან პირველი 6-8 საათის განმავლობაში. ხსენში ანტისხეულების ყველაზე დიდი შემცველობა  მოგებიდან 72 სთ-ის შემდეგ აღინიშნება, ამიტომ რეკომენდირებულია  ვაქცინირებული ძროხებიდან შეგროვდეს პირველი 6-8 მონაწველი და 2 კვირამდე ასაკის ხბოები გამოიკვებონ ყოველდღე  2,5 – 3,5 ლიტრის ოდენობით.
სპეციალური სიფრთხილის ზომები
ვაქცინაციის დროს უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზომები, რომელიც ვეტერინარული დანიშნულების ბიოპრეპარატებთან მუშაობის დროსაა გათვალისწინებული.
შემთხვევით სხვა პირის ინექციის დროს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ გამოყენების ინსტრუქცია.
ვაქცინაციის დროს გამოყენებული უნდა იქნას ძირითადი ასეპტიკური პროცედურები. 
გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ სტერილური შპრიცები და ნემსები.
გვერდითი მოვლენები
ვაქცინირებული ცხოველების  დაახლოებით 10%-ს ინექციის ადგილას აღენიშნება 5-7 სმ დიმაეტრის შეშუპება. ჩვეულებრივ ამგვარი შეშუპება გაივლის 2 კვირაში. ვაქცინაციიდან 24 საათის განმავლობაში შესაძლოა გამოვლინდეს ოდნავი და გარდამავალი ტემპერატურული მატება (1,2℃-მდე), რომელიც ნორმის ფარგლებს უბრუნდება 4 დღის განმავლობაში.
დაყოვნების პერიოდი
ხორცი და რძე ვაქცინირებული ცხოველებიდან გამოიყენება შეუზღუდავად
სხვა საშუალებებთან ურთიერთქმედება 
არ შეურიოთ ვეტერინარული გამოყენების სხვა პრეპარატებს. 
ვარგისობის ვადა
ვარგისია დამზადებიდან 2 წელი, ფლაკონის გახსნიდან  10 სთ-ის განმავლობაში. 
შენახვის სპეციფიკური გაფრთხილებები
ვაქცინის ტრანსპორტირება და შენახვა უნდა მოხდეს შეგრილებულ მდგომარეობაში (+2-დან +8-მდე ℃-ზე), შუქისგან დაცულ ადგილას.
არ გაყინოთ! 
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.
ნებისმიერი გამოუყენებელი ვეტერინარული სამკურნალო პროდუქტი ან მისი ნარჩენი მასალები გადაყრილი/განადგურებული უნდა იქნას ადგილობრივი მოთხოვნების მიხედვით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
Industrial Veterinaria S.A. Invesa, C / Esmeralda, 19
08950 Esplugues de Llobregat (ბარსელონა), ესპანეთი
მწარმოებელი: pharmagal-Bio, სლოვაკეთის რესპუბლიკა