მენბუთილი
google plus

მენბუთილი 10% ( Menbutile 10%)
Menbutone

წამლის ფორმა საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საჭმლის მომნელებელ სისტამაზე მოქმედი საშუალება. ნაღვლმდენი საშუალება
ATCvet code: QA05AX90
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ღორები, ცხენი, ძაღლი
1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს: მენბუთონს 100მგ
შეფუთვა: 100 მლ ფლაკონებში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი მენბუთილი ზრდის ნაღვლის სეკრეციას და მასში ქოლატების შემცველობას. ზრდის ოსმოსურ გრადიენტს ნაღველსა და სისხლს შორის, რაც ნაღვლის კაპილარებში აძლიერებს წყლისა და ელექტროლიტების ფილტრაციას, აჩქარებს ნაღვლის სადინარში ნაღვლის დინებას, უზრუნველყოფს ნაღვლის კენჭების წარმოქმნის პრევენციას, აძლიერებს წვრილი ნაწლავების მოქმედებისა და მონელების აქტივობას.
მოქმედების მექანიზმი:
მენბუთონი იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ეგზოკრინული ჯირკვლების სეკრეტორულ გააქტიურებას: მნიშვნელოვნად იზრდება ნაღველის სეკრეცია, ასევე პეპსინის, ტრიპსინის და ქიმოტრიპსინის რაოდენობა. კუნთში ინექციის შემდეგ მენბუთონი სწრაფად შეიწოვება სისხლში, აღწევს ღვიძლში, კუჭქვეშა ჯირკვალსა და კუჭში. სისხლში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა შეყვანიდან 60 წუთის შემდეგ, თერაპიულ მოქმედებას ინარჩუნებს ერთჯერადი შეყვანიდან 24 სთ-ის განმავლობაში. მენბუთონი ორგანიზმიდან ძირითდად გამოიყოფა შარდით, ნაღველითა  და ფეკალებით.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება ყველა სახის შინაური ცხოველებისთვის, რომელთაც სჭირდება დახმარება საჭმლის მონელებისა და ყველა მასთან დაკავშირებულ სეკრეტორულ პროცესებთან. პრეპარატის გამოყენებით ნორმალიზდება კუჭისა და ნაღვლის ბუშტის დუოდენოგასტრალური ფუნქცია.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: პრეპარატი გამოიყენება კუჭისწინა კამერების ატონიის, ტიმპანიის, კეტოზის, ანორექსიის, ღვიძლის ფუნქციის უკმარისობის (ჰეპატოპათია) და კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასის) დისფუნქციის დროს.
წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი (ცხვარი, თხა): ღვიძლის ფუნქციის უკმარისობით გამოწვეული საკვების მონელების დარღვევების, მოწამვლებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დისფუნქციის დროს.
ღორი: საკვების მონელების დარღვევების, ანორექსიის, მოწამვლების, ღვიძლის უკმარისობის და კუჭქვეშა ჯირკვლის დისფუნქციის დროს.
ცხენი:
საჭმლის მონელების აშლილობისას, დიდი რაოდენობით ცილების შემცველი საკვების ჭარბად მიღების შემთხვევაში, ყაბზობის, ნაწლავების ატონიის, კოლიკების, ტოქსემიის, ანორექსიის, ღვიძლის უკმარისობის და კუჭქვეშა ჯირკვლის დისფუნქციის დროს.
ძაღლი:
ანორექსიის, ყაბზობის, ნაწლავის ატონიის, ტოქსიკოზის, ეგზოკრინული კუჭქვეშა ჯირკვლის უკმარისობის,  ღვიძლის უკმარისობისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დისფუნქციის დროს.
დოზების და გამოყენება
პრეპარატი შეჰყავთ კუნთში (ღრმად) ან ვენაში (ნელა)
ზრდასრულ ცხოველებს: 5-7,5მგ მენბუთონი 1 კგ სხეულის მასაზე (რაც ექვივალენტურია 1მლ მენბუთონი 15-20კგ ც.წ-ზე).
მოზარდეულს: 10 მგ მენბუთონი 1 კგ სხეულის მასაზე (რაც ექვივალენტურია 1მლ მენბუთონი 10კგ ც.წ-ზე).
ცხენებს: 2,5-5 მგ მენბუთონი 1 კგ სხეულის მასაზე ( რაც ექვივალენტურია 1მლ მენბუთონი 20-40კგ ც. წ-ზე). აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატის გამეორება შეიძლება 24 სთ შემდეგ.
ძაღლებს: ღრმად კუნთში, 0,1 მლ მენბუთონი 1 კგ სხეულის მასაზე
დაავადების პროგრესირების მიხედვით მკურნალობის გამეორება შესაძლებელია მითითებული დოზის ნახევარის გამოყენებით 12 საათის შემდეგ ან მთლიანი დოზის გამოყენებით 24 საათიდან 7 დღემდე პერიოდის განმავლობაში.
ნუ შეიყვანთ ერთ ადგილზე 20 მლ მეტ ოდენობას.
გვერდითი მოვლენები
ინტრავენურად სწრაფად შეყვანისას დასაშვებია ადგილი ჰქონდეს ნერწყვდენას, ლაქრიმაცია
ტრემორი, სპონტანური შარდვა და / ან მოსავლიანობა. ინტრამუსკულურად დანიშვნისას ინექციის ადგილზე შეიძლება მოხდეს ადგილობრივი რეაქციები (შეშუპება და სისხლჩაქცევა).
დაყოვნების პერიოდი არ საჭიროებს
შენახვის პირობები
ინახება მზის სხივებისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 5-დან 300C ტემპერატურაზე, ვარგისობის ვადა: 3 წელი.L
მწარმოებელი ქვეყანა:  INVESA./ Livisto group, ესპანეთი