მასდისინ ჰერბაფილმი / Masdisin Herbafilm
google plus

 

მასდისინ ჰერბაფილმი - Masdisin Herbafilm

წველის შემდგომ გამოსაყენებელი ცურ-თითების დამცავი ბუნებრივი საშუალება

მწარმოებელი: ROYAL İLAÇ SAN.TİC.LTD.ŞTİ თურქეთი


 

პრეპარატის ფორმა: სითხე გარეგანი გამოყენების, გამოიყენება ვეტერინარიაში

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  სადეზინფექციო საშუალება, ბიოციდური პროდუქტი (პროდუქტის ტიპი 3: ვეტერინარული ჰიგიენა, ბიოციდური პროდუქტები)

სამიზნე სახეობა: ძროხა

შემედგენლობა, აქტიური ნივთიერებები: რძემჟავა (ორგანული მჟავა) 0.35%,

დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი 7%, სხვა შემავსებელები 92.65%

გამოყენების ჩვენებები: ბიოციდური პროდუქტი ხასიათდება ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრით, მასტიტის (ცურის ანთება) გამომწვევი ბაქტერიების მოქმედებას ამცირებს მცირე დროში. იცავს ცურს გარე ზემოქმედებისგან და ცურის გარშემო დამცავი შრის წარმოქმნით ქმნის მექანიკურ ეფექტს. გლიცერინის საშუალებით არბილებს და ატენიანებს კანს.

გამოყენების წესი: თითოეული წველის შემდეგ, ცურ- თითების ჩამოსაბანად, გამოიყენეთ  აპარატი აღნიშნული სითხით (განზავების გარეშე). თითების ჩაყოფა აპარატში ხდება ერთხელ რამოდენიმე წამის განმავლობაში. გამოყენების შემდეგ, ძროხა სულ მცირე 15 წუთის განმავლობაში არ უნდა დაწვეს.     

პირადი პროფილაქტიკის და უსაფრთხოების ზომები

·         შეინახეთ ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას, საკვები პროდუქტებისა და ცხოველების საკვებისგან შორს.

·         ნუ შეისუნთქავთ პროდუქტის ორთქლს ან ნაწილაკებს. 

·         გამოიყენეთ ნიღაბი, დამცავი ტანსაცმელი, ხელთათმანები და სათვალეები პრეპარატის გამოყენებისა და მომზადების პროცესში.

·         არ ჭამოთ, არ დალიოთ, არ მოწიოთ თამბაქო პრეპარატის გამოყენებისა და მომზადების დროს.

·         ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის რისკების პრევენციისთვის დაიცავით პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზოგადი წესები, რაც პრეპარატებთან მუშაობისას კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.

პირველადი დახმარების ღონისძიებები:  პროდუქტის გადაყლაპვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ ან დარეკეთ თქვენი ქვეყნის მოწამვლის შესახებ ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრში. თვალებთან შეხების შემთხვევაში, გამოიბანეთ დაუყოვნებლივ წყლის დიდი ოდენობით სულ მცირე 15 წუთის განმავლობაში, მოიშორეთ საკონტაქტო ლინზები და დაიბანეთ თვალი წყლის დიდი ჭავლით 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ტოქსიურობის ნიშნების გამოვლინებისა ან ორგანიზმში შემთხვევით მოხვედრისას მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას, მიიღეთ ექიმის რჩევა

ანტიდოტი და აუცილებელი ინფორმაცია: სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

ნუ შეურევთ  მას სხვა მასალებს ან მსგავს პროდუქტებს.

მოწამვლის შემთხვევაში, შეამოწმეთ მოწამვლის ეროვნულ საკონსულტაციო საბჭოსთან

გაფრთხილება: ის შეიძლება იყოს ტოქსიური თევზისა და წყლის ორგანიზმების მიმართ. ის მომწამვლელია ფუტკრებისთვის.

შენახვის პირობები:   ინახება ორიგინალ შეფუთვაში  მჭიდროდ თავდახურული, მზისგან დაცულ ადგილას 0-დან +30° ტემპერატურაზე. ნუ გაყინავთ პროდუქტს. გახსნილი პროდუქტი გამოსაყენებლად ვარგისია  3 თვის განმავლობაში. 

 ვარგისობის ვადა:  2 წელი


მასდისინი მასდისინ ჰერბაფილმი მასტიტი ცური ცურის დამცავი

მწარმოებელი კომპანია: Royal İlaç San.Tic.Ltd