ტილაზა 580
google plus

 

ტილაზა 580

(Tylosin tartrate)

 

წამლის ფორმა: ფხვნილი (წყალში ხსნადი) პერორალური გამოყენებისათვის, გამოიყენება ვეტერინარიაში.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიმიკრობული საშალება, მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი; ATCvet code : QJ01FA90.

სამიზნე სახეობები: ხბოები, ღორები, ქათმები, ინდაურები

შემადგენლობა:

1 გ ფხვნილი შეიცავს აქტიურ სუბსტანციას: ტილოზინის ტარტრატს-  580 მგ

აღწერა: თეთრი ან ღია ყვითელი ფერის, ჰიგროსკოპული ფხვნილი.

გამოშვების ფორმა:

250 გ ფხვნილი ვერცხლისფერ სამშრიან (პოლიპროპილენი, ალუმინის ფირფიტა, პოლიეთილენი) პაკეტში.                   

ფარმაკოლოგიური თვისებები

   ტილოზინის ტარტრატი მიეკუთვნება მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკს, ხასიათდება ფართო სპექტრის ბაქტერიოსტატიკური მოქმედებით, აქტიურია გრამდადებითი და ზოგიერთი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების (Streptococccus spp., Staphylococcus spp., Diplococcus spp., Micrococcus spp., Corynebacterium, Clostridium spp., Erysipelothrix spp., Pasteurella spp., Serpulina spp., Borrelia (Spirochaeta spp.), Chlamidia spp.), მათ შორის ზოგიერთი ანაერობული ბაქტერიების (Fusobacterium spp., Bacteroides spp.) მიმართ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტილოზინის მოქმედება Mycoplasma spp.-ს მიმართ. ტილოზინს ასევე გააჩნია კოქციდიოსტატიკური მოქმედება Eimeria tenella-ზე. იგი ასევე მოქმედებს პსიტაკოზის ჯგუფის მსხვილ ბაზოფილურ ვირუსებზე.

    პრეპარატის ანტიმიკრობული მოქმედება ეფუძნება აქტიური ნივთიერების რიბოსომებთან შეერთების გზით პროტეინების ბაქტერიალური სინთეზის დათრგუნვას. ამასთანავე ხდება პეპტიდილტრანსფერაზასთან ინტერფერენცია, რაც აბრკოლებს პეპტიდური ჯაჭვების ფორმირებას.

პრეპარატი ამორჩევითად მოქმედებს პათოგენურ მიკოპლაზმებზე. ტილოზინი ხელს უწყობს სასუნთქი გზების მიკოპლაზმოზის თავიდან აცილებას, ფრინველის მასის გაზრდას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

პრეპარატი შეთავსებადია სულფანილამიდებთან, ერითრომიცინთან, სპექტომიცინთან.

ფარმაკოკინეტიკა: ტილოზინის ტარტრატი კარგად ადსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ძირითადად ნაწლავიდან. ტილოზინის ელიმინაცია ძირითადად ხდება შარდით და ნაღველით, ფრინველში - კვერცხიდან.

ჩვენებები:

პრეპარატი რეკომენდირებულია ტილოზინის მიმართ მგრძნობიარე მიკრობების მიერ გამოწვეული ინფექციების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის

ხბოები: ფილტვების ინფექცია, რომლებიც გამოწვეულია Mycoplasma spp- ით ან / და Pasteurella multocida-თი.

ღორები: ენტერალური და ქრონიკული რესპირატორული დაავადებები.

ქათმები, ინდაურები: ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, რესპირატორული მიკოპლაზმოზი ანუ სინუსიტი, ქრონიკული ინფექციური სინოვიტი (ინდაურებში გამოწვეულია Mycoplasma gallisepticum, Mycoplasma synoviae) და ნეკროზული ენტერიტი (დიზენტერიის დროს).

გამოყენების წესი, დოზირება:

პრეპარატი მიიღება ორალურად, სასმელ წყალში, ან რძეში, ან რძის შემცვლელში გახსნილი, უწყვეტად მინიმუმ 5 დღის განმავლობაში, შემდეგი სქემის მიხედვით:

ხბოები:  1 გ პრეპარატი გახსნილი 1ლ რძეში ან რძის შემცვლელში, დღეში ორჯერ, უწყვეტად 7-14 დღის განმავლობაში.

ღორები:  0.25 – 0.5 გ პრეპარატი /1ლ სასმელ წყალზე.

ბროილერის წიწილები, სარემონტო მოზარდი, კვერცხისმდებელი ქათმები: 1 გ პრეპარატი / 1ლ სასმელი წყალზე.

ინდაურები:

- 10 კვირამდე ასაკის: 1-1.2 გ პრეპარატი/1ლ სასმელ წყალზე.

- 10 კვირაზე მეტი ასაკის: 0.5 – 0.6 გ /1 ლ სასმელ წყალზე.

 მკურნალობის მიზნით:

ფრინველებისთვის – დოზირება და მომზადება ხდება იგივე წესით, მკურნალობის კურსი -5 დღე, დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე ან გამოიყენება შემდეგი სქემით: წიწილა - 4 დღე, სარემონტო მოზარდი - 8დღე, ინდაური - 5დღე.

უკუჩვენებები:

ტილოზინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია გამოვლინდეს  დიარეა, ეპიგასტრალური ტკივილი, კანის მგრძნობელობა.

 რეკომენდაციები სწორი გამოყენებისათვის:

      - წამლიანი წყალი უნდა მომზადდეს ყოველ დღე და უნდა იყოს წყლის ერთადერთი წყარო მკურნალობის მთელი კურსის განმავლობში.

     - პრეპარატის რეკომენდირებული დოზა თავდაპირველად უნდა გაიხსნას მცირე რაოდენობა გამხსნელში (წყალი ან რძე ან რძის შემცვლელი), შემდგომ მიღებულ ხსნარს უნდა დაემატოს გამხსნელი, საჭირო კონცენტრაციის მისაღებად.      

დაყოვნების პერიოდი:

ხორცი და შიგნეულობა: ხბოები, ღორები - 10 დღე; ფრინველი - 4 დღე.

კვერცხი - 4 დღე.

 შენახვის წესი:

შეინახეთ  მშრალ ადგილას, მოარიდეთ ყინვასა და მზის პირდაპირ სინათლეს. არაუმეტეს 25°C-ზე ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა:

3 წელი, არ გამოიყენოთ ეტიკეტზე მითითებული სარგებლიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

მწარმოებელი:

შპს „ბიოტეკსი“, საქართველო,იუმაშევის #8

 

ტილაზა  ტილოზინის ტარტრატი