ტინიზოლი (Tinizole)
google plus

 

ტინიზოლი (Tinizole)

წამლის ფორმა: ფხვნილი პერორალური მიღებისათვის, გამოიყენება ვეტერინარიაში

სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორი, ძაღლი, კატა, ბოცვერი, ნუტრია, ფრინველი (ბროილერის წიწილები, მეკვერცხულის სარემონტო  მოზარდეული, ინდაურის, ბატის და იხვის ჭუკები, მტრედი)

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიული პრეპარატი სისტემური გამოყენების, ანტიპროტოზოული საშუალება

ATCvet Code: QJ01XD02, QP51AA02

შემადგენლობა:

1 გ ფხვნილი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას: ტინიდაზოლს 0,25გ

 დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა

აღწერა: თითქმის თეთრი, მოყვითალო შეფერილობის ფხვნილი, დამახასიათებელი სპეციფიური სუნით.

შეფუთვა: 250 გ ფხვნილი ვერცხლისფერ სამშრიან (პოლიპროპილენი, ალუმინის ფირფიტა, პოლიეთილენი) პაკეტში                      

ფარმაკოლოგიური თვისებები

ტინიდაზოლი არის სინთეზური პრეპარატი, იმიდაზოლის ჯგუფის წარმოებული, რომელსაც გამოხატული აქვს მოქმედების ფართო სპექტრი უმარტივესების (Balantidium coli, Entamoeba hyslolytica, Treponema hyodysenterie, Histomonas meleagridis, Lamblia intestinalis, Eimeria spp., Trichomonas columbae, T. Gallinae) მიმართ. ასევე გამოხატული აქვს ბაქტერიციდული მოქმედება  ანაერობების (Bacteroides spp., Fusobacterium spp., Clostridium spp.)  და უმეტესი გრამდადებითი და გრამუარყოფითი კოკების მიმართ.

ტინიდაზოლი აღწევს ბაქტერიის უჯრედში და არღვევს დნმ-ის სპირალისებრ სტრუქტურას ან თრგუნავს მის სინთეზს.

ტინიდაზოლი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა 2 საათის შემდეგ და გრძელდება 12 საათის განმავლობაში. იგი კარგად არის განაწილებული სხეულის ყველა ქსოვილში, ბიოტრანსფორმირებულია ღვიძლში. პრეპარატის დაახლოებით 60% გამოიყოფა შარდთან, 12% განავლთან ერთად.

პრეპარატი სახელმწიფოთაშორისი სტანდარტის კლასიფიკაციის მიხედვით, მიეკუთვნება IV კლასს - ნაკლებად საშიშ ნივთიერებებს.

გამოყენების ჩვენებები

გამოიყენება პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმების მიერ გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის:

           ღორების - ამებიური დიზენტერის, ბალანტიდიოზის, ეიმერიოზის, კოლიბაცილოზის, სალმონელოზის, დაუდგენელი ეტიოლოგიის ენტერიტის, სეპტიცემიის, მშობიარობის შემდგომი და ქირურგიული ინფექციების დროს.

           მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის - ტრიქომონიაზის, ეიმერიოზის, სალმონელოზის, ენტეროკოლიტის, ქირურგიული და მშობიარობის შემდგომი ანთებების დროს.

           ძაღლების, კატების - ლამბლიოზის, ამებიაზის, ტრიქომონიაზის, შერეული ანაერობული-აერობული ინფექციების დროს;

           ბოცვერის, ნუტრიის - ეიმერიოზის (ღვიძლის კოციდიოზი);

           ფრინველის (ბროილერის წიწილები, მეკვერცხულის სარემონტო  მოზარდეული, ინდაურის, ბატის და იხვის ჭუკები, მტრედი) - ჰისტომონოზის, ტრიქომონიაზის, ეიმერიოზის, სალმონელოზის დროს.

                გამოყენების წესი, დოზირება:                                                                  

       პრეპარატი მიიღება პერორალურად, საკვებში დამატებით:

           ხბოებს - 0,5 გ პრეპარატი/10კგ ცოცხალ წონაზე, დღეში 2-ჯერ, 3-5 დღის განმავლობაში;

           მეძუძურ გოჭებს -  0,25გ/ სულზე, 2 ჯერ დღეში 3-4 დღის განმავლობაში; ბურვაკებს - 0,5 გ პრეპარატი სულზე, 2 ჯერ დღეში 3-4 დღის განმავლობაში.  თუ ცხოველი 40 კგ – ზე მეტია  მიიღება  2,5 გ პრეპარატი    სულზე,   დღეში ორჯერ 3-5 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის კურსი მეორდება 7-10 დღის შემდეგ;

          ძაღლებს,  ლამბლიოზის დროს 0,8-1გ/ 10 კგ ც. წ-ზე 5 დღის მანძილზე, ანაერობული ინფექციების - 0,4-0,5 გ პრეპარატი / 10 კგ ც. წ-ზე 2-3 კვირის მანძილზე, ამებიოზის დროს - 0,5-0,6 გ/ 10 კგ ც წ-ზე 5 დღის  განმავლობაში.

            კატებს, ლამბლიოზისა და ტრიქომონოზის დროს - 0,4-0,5 გ პრეპარატი / 10 კგ ცოცხალ წონაზე 10 დღის განმავლობაში.

         ფრინველის (ბროილერის წიწილებს, მეკვერცხულის სარემონტო მოზარდეულს, ბატის, ინდაურის, იხვის ჭუკებს, მტრედებს) ჰისტომონოზის პროფილაქტიკისთვის - 1 გ პრეპარატი / კგ საკვებზე. სამკურნალოდ - 2 გ პრეპარატი / კგ საკვებზე, 10 დღის განმავლობაში.

         ბოცვერს, ნუტრიას - ეიმერიოზის სამკურნალოდ (ზრდასრულებში) 0,2-0,3 გ / კგ ც.წ-ზე, 3 დღის განმავლობაში, მოზარდეულის დედიდან ასხლეტის პერიოდში, პროფილაქტიკის მიზნით: 0,1გ/ კგ ც წ-ზე 10 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება, თუმცა პრეპარატის გადაჭარბებული დოზებით და ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს კანდიდოზი, ხოლო გოჭებში ღებინება. არასასურველი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, პრეპარატი მიღება უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი სიმპტომური მკურნალობა.

უკუჩვენებები

არ გამოიყენება ტინიდაზოლის მიმართ მგრძნობიარე ცხოველებსა და მეკვერცხულ ქათამებზე.

დაყოვნების პერიოდი

ცხოველების სახორცედ დაკვლა დასაშვებია პრეპარატის ბოლო მიღებიდან 8 დღის შემდეგ. ამ დრომდე დაკლული ცხოველების  ხორცს საკვებად იღებენ არაპროდუქტიული ცხოველები ან ხდება მათი უტილიზაცია.

რძე ადამიანის საკვებად დასაშვებია პრეპარატის ბოლო მიღებიდან 10 დღის შემდეგ. მითითებული ვადის ამოწურვამდე რძე ცხოველებს საკვებად მიეწოდება ადუღების შემდეგ.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ და მზისგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 25℃ ტემპერატურაზე

ვარგისობის ვადა:  3 წელი

მწარმოებელი კომპანია:  შპს „ბიოტეკსი“, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ.#8

 

 ტინიზოლი ტინიდაზოლი ანტიპროტოზოული საშუალება