ბიოფენიკოლი 500
google plus

ბიოფენიკოლი 500 (Biofenicol 500)

Florfenicol

 

წამლის ფორმა: ფხვნილი პერორალური, გამოიყენება ვეტერინარიაში

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული პრეპარატი, ფლორფენიკოლის ჯგუფის ანტიბიოტიკი. ATCvet code: QJ01BA90

სამიზნე სახეობა: შინაური ფრინველი, ღორი, თევზი

შემადგენლობა

1 ფხვნილი შეიცავს,  აქტიურ ნივთიერებას: ფლორფენიკოლს 500 მგ

დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზა 1 გ - მდე

აღწერა: თეთრი ან მოყვითელო ფერის ფხვნილი

გამოშვების ფორმა, შეფუთვა: 500 გ ფხვნილი, თეთრი ფერის პოლიეთილენის კონტეინერში.

 ფარმაკოლოგიური თვისებები

   პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერება ფლორფენიკოლი -  სინთეზური ანტიბიოტიკია და როგორც თიამფენიკოლის მონოჰიდრატის წარმოებულს ახასიათებს (თიამფენკოლისა და ქლორფენიკოლთან შედარებით) მოქმედების უფრო ფართო სპექტრი. ქლორფენიკოლისგან განსხვავებით იგი შეიცავს p-მეთილ სულფონილის ჯგუფს, p-მეთილ ნიტრო ჯგუფის ნაცვლად. ფლორფენიკოლი მაღალ მგრძნობელობას ავლენს გრამდადებითი (Corynebacterium pyogenes, Streptecoccus spp., Staphylococcus spp., Clostridium spp.) და გრამუარყოფითი ბაქტერიების (E. coli, Salmonella spp, Pasteurella haemolytica, P. multocida, Haemophilus Somnus, Actinobacillus pleuropneumonia) მიმართ, რომლის ბაქტერიციდული და ბაქტერიოსტატიკური მოქმედება ეფუძნება ბაქტერიულ რიბოსომებში პროტეინის სინთეზის ინჰიბირებას. ფლორფენიკოლის მაღალი ეფექტურობა დამოკიდებულია ფტორის მიერ ბაქტერიული ფერმენტული აცეტილირების ბლოკირებაზე, რომელიც ჰიდროქსილის ჯგუფში ანაცვლებს მე-3 ნახშირბადის ჯგუფს.

   ფლორფენიკოლი სწრაფად და ხარისხიანად ადსორბირდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, სისხლით მიეწოდება ყველა ორგანოსა და ქსოვილს. 20 მგ/კგ-ზე მიღებით თერაპიული კონცენტრაცია ნარჩუნდება ორგანიზმში 24 სთ-ის განმავლობაში. ანტიბიოტიკი ორგანიზმიდან ძირითადად გამოიყოფა შარდით 97%, დარჩენილი ნაწილი კი ფეკალთან ერთად. შარდში არსებული ნაწილი უცვლელი სახით გამოიყოფა (52%), ხოლო ნაწილი ფლორფენიკოლის (7,5%) და ოქსამინის მჟავის (25%) სახით. ამ მეტაბოლიტების ეფექტი ძალიანაა მიახლოვებული ანტიბაქტერიულ ეფექტურობასთან.

გამოყენების ჩვენებები

ბიოფენიკოლი 500 გამოიყენება შინაური ფრინველის, ღორის საჭმლის მომნელებელი სისტემისა და რესპირატორული ინფექციური დაავადებების (მ.შ. კოლისეპტიცემიისა და საკულიტის) პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, რომელიც გამოწვეულია ფლორფენიკოლის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით (Actinobacillus spp. Pasteurella spp. Salmonella spp. და Streptococcus spp).

    ასევე გამოიყენება მტკნარი, მლაშე წყლებისა და ზღვის თევზების (კალმახი, ორაგული, კარპი, კაპარჭინა, ზღვის ქორჭილა) ინფექციური დაავადებების მკურნალობისთვის (როგორიცაა: ფურუნკულოზი - Aeromonas salmonicida, ვიბრიოზი - Vibrio anguillaruam, ერსინიოზი - Yersinia ruckerii, ბაქტერიული ჰემორაგიული სეპტიცემია - Aeromonas hydrophila, Pseudomonas sp., კოლუმნარის დაავადება - Flexibaqter columnaris, სტრეპტოკოკური ინფექციები - ჰემოლიზური და არაჰემოლიზური, ზამთრის დაავადებები - Pseudomonas anguliseptica, Edwardsielloasis - Edwerdsiella ictaluri, Edweersiella tarda, პასტერელოზი - photobacterium damsel subsp. Piscidia, ზღვის ფლავობაქტერიოზი - Tenacibaculum maritimum სანაშენე თევზში).

გამოყენების წესი და დოზირება

შინაური ფრინველი (ბროილერი, იხვი, ბატი): ფარმაკოლოგიური დოზა: მიიღება პერორალურად, 20 მგ/კგ ცოცხალ წონაზე, სასმელ წყალთან ერთად, 3-5 დღის განმავლობაში.

პრაქტიკული დოზა:  100გ/400ლ  სასმელ წყალთან ერთად, 3-5 დღის განმავლობაში.

ღორ: ფარმაკოლოგიური დოზა: პერორალურად, 5-10 მგ/კგ ცოცხალ წონაზე, სასმელ წყალთან ან საკვებთან ერთად, 5 -7 დღის განმავლობაში.

 პრაქტიკული დოზა: ინდივიდუალურად ან ჯგუფურად 1გ / 40 - 80კგ ც.წ-ზე, სასმელ წყალთან ან საკვებთან ერთად, 5 -7 დღის განმავლობაში.

თევზი: ფარმაკოლოგიური დოზა: პერორალურად, 10 მგ/კგ ცოცხალ წონაზე, საკვებთან ერთად, 10 დღის განმავლობაში.

პრაქტიკული დოზა: 0,02გ/კგ ცოცხალ წონაზე, საკვებთან ერთად, 10 დღის განმავლობაში.

თევზის საკვების პროპორცია (ცოცხალ წონაზე გაანგარიშებით, %)

პრეპარატის რაოდენობა 1ტ საკვებზე, (კგ)

პრეპარატის რაოდენობა 10 დღიანი მკურნალობის ჩასატარებლად

0.5%

4

20 კგ

1%

2

10 კგ

2%

1

5 კგ

3%

0.66

3.33 კგ

5%

0.4

2 კგ

 

თევზისთვის პრეპარატიანი საკვების მომზადება:  წინასწარ აწონილი პრეპარატი თავსდება მიქსერში ან შემრევში, შერევის პროცესში ესხურება 1% ცხიმი. შერევა გრძელდება 2-5 წთ. სანამ არ მიიღება ერთგვაროვანი მასა.  პრეპარატის მიცემის წინ თევზი უნდა იყოს მშიერი 12-24 სთ განმავლობაში. საკვების და პრეპარატის რაოდენობა იცვლება წყლის ტემპერატურის და თევზის ზომის შესაბამისად. 

მკურნალობის პერიოდში საწყურებლად ან საკვებად უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ პრეპარატიანი წყალი ან საკვები. შენამზადი უნდა იყოს ახალი მომზადებული და ყოველდღიურად თავიდან უნდა მომზადდეს.

უკუჩვენებები