ბიოვიტი - 2 სუპერი (Biovit-2 Super)
BIOVIT-2 გამოიყენება კომბინირებული საკვების გასამდიდრებლად, ვიტამინების, მინერალების, მიკრო და მაკრო ელემენტების ასევე ამინომჟავების ნაკლებობის დროს. კერძოდ, არასრულფასოვანი კვების, ნივთიერებათა ცვლის მოშლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთების, ავიტამინოზის, რაქიტის, სასუნთქი გზების დაავადებების, ზრდაში ჩამორჩენის, სისუსტის, კვერცხდების შემცირების დროს. მეხორცულ პირუტყვში აუმჯობესებს ზრდის ტემპს, უზრუნველყოფს ძვლოვანი და მყესოვანი სისტემის განვითარებას. აკმაყოფილებს ვიტამინების მიკრო და მაკრო ელემენტების დღიურ მოთხოვნას. ცხოველების საკვებად მიწოდებამდე პრემიქსი საფუძვლიანად უნდა შეერიოს ძირითად საკვებს.
დოქსალინი (Doxalin)
გამოიყენება ღორისა და სასოფლო სამეურნეო ფრინველის ბაქტერიული წარმოშობის რესპირატორული და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, მათ შორის სალმონელოზის, კოლიბაქტერიოზის, ენტერიტის, ენზოოტიური პნევმონიის, პასტერელოზის, მიკოპლაზმოზისა და დოქსიციკლინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების დროს.
ბიოკოქცი / Biococc
გამოიყენება ბროილერის, საჯიშე ფრინველის, ინდაურის, ბატისა და იხვის კოქციდიოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
აპსაციდ პლუს / Apsacid Plus Liq
აპსაციდ პლუს ლიქ-ის ორგანული მჟავები ამცირებენ კუჭნაწლავის pH-ს (5-მდე წევს დაბლა) და ახასიათებთ ბაქტერიციდული ეფექტი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გრამუარყოფითი და გრამდადებითი პათოგენების მიმართ. პროტეოლიზური ფერმენტები ანგრევენ უჯრედის მემბრანას და გავლენას ახდენენ დნმ-ს დუბლირების მექანიზმზე, ხელს უშლიან ბაქტერიების გამრავლებას.
აპსავიტ ოვოსმარტი / Apsavit Ovosmart
ვიტამინურ-მინერალური დანამატი, კვერცხის ცილისა და ნაჭუჭის გამაუმჯობესებელი საშუალება, გამოიყენება ფრინველების და კვერცხმდები ქათმებისთვის
აპსა პოლივიტ AD3EKC / Apsa Polivit AD3EKC
აპსა პოლივიტ AD3EKC (Apsa Polivit AD3EKC), პერორალურად მისაღები ხსნარი წარმოადგენს ვიტამინების დანამატს, იმუნოლოგიური რეაქციის სტიმულატორს და გამოიყენება ფრინველის, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის, ღორის, ცხენისა და კურდღელისთვის.