აპსა ვიტა C 250 (Apsa Vita C 250)
აპსა ვიტა C 250 (Apsa Vita C 250), პერორალურად მისაღები ხსნარი წარმოადგენს C ვიტამინის 25%-იანი დანამატს, გამოიყენება ფრინველის, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის, ღორის, ცხენისა და კურდღელისათვის.
ალბეზინი / Albezini
ალბენდაზოლი წარმოადგენს ბენზიმიდაზოლის კარბამატის წარმოებულს, ახასიათებს ფართო სპექტრის მოქმედება. აქტიურია ზრდასრული და ახალგაზრდა ფორმის ნემატოდების ცესტოდების, ასევე ტრემატოდების მიმართ, აქვს ოვოციდური მოქმედების უნარი, რაც ხელს უშლის საძოვრებისა და სადგომების დაბინძურებას. ალბენდაზოლი აინჰიბირებს მიკროარხების პოლიმერიზაციას, მიკროარხების დაშლით ირღვევა გლუკოზის ტრანსპორტირების პროცესი, რაც ჰელმინთების ორგანიზმში იწვევს მიკროტუბულარული აპარატის ფუნქციურ მოშლას, მათ სიკვდილს და ორგანიზმიდან გამოდევნას. ნაწლავური ჰელმინთოზებისას ალბენდაზოლი ეფექტურია ერთჯერადი დოზით, საჭმლის მიღების შემდეგ მისი ბიოშეღწევადობა ძლიერდება.
სუპერანტიტოქსი /SUPERANTITOX
საკვები დანამატი რეკომენდირებულია მიკოტოქსინების საადსორბციოდ, სასოფლო სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების მიმართ. - გამოიყენება ცხოველის ორგანიზმში მიკოტოქსინების მოხვედრის დროს და ხელს უშლის ინტოქსიკაციასა და ღვიძლის დაზიანებას (ჰიპერტროფია). - აუმჯობესებს საკვების მონელებას, ძლიერად და ეფექტურად ბოჭავს მიკოტოქსინებს, ეწინააღმდეგება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან მათ შეწოვას; - ხელს უშლის დიარეისა და ენტერიტის წარმოქმნას;
ფლორვილი 30% / Florvil 30%
ფლორფენიკოლს გააჩნია ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედება E.Coli-ზე, რომელიც იწვევს კოლიბაქტერიოზს ფრინველში. მაღალ მგრძნობელობას ავლენს გრამდადებითი (Corynobecteriumpyogenes, Streptecoccussp., Staphylococcussp., Clostridium sp.) და გრამუარყოფითი ბაქტერიების (E.coli, Pasteurella haemolytica, P. multocida, Haemophilussomnus, Actinobacillus pleuropneumonia) მიმართ.
ალქვერმოლდ ნატურალი / ALQUERMOLD NATURAL
პრემიქსი. კონსერვანტი, ანტიმიკრობული და ფუნგიციდური საშუალება.
ალქვერფიდ ანტიტოქსი / Alquerfeed Antitox
• ეფექტურია მიკოტოქსინებით დაბინძურებული საკვების მიღების შედეგად გამოწვეული პრობლემების (ენტერიტი, მიკოტოქსიკოზი) მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის; • აუმჯობესებს საკვების მონელებას, ძლიერად და ეფექტურად ბოჭავს მიკოტოქსინებს, ისე გაივლის საჭმლის მომნელებელ ტრაქტს, რომ არ ხდება მათი შეწოვა; • ცხოველის ორგანიზმში მიკოტოქსინების მოხვედრით, ხელს უშლის ინტოქსიკაციას და ღვიძლის დაზიანებას ჰიპერტროფირებას; • ხელს უშლის დიარეის წარმოქმნას; • ხელს უწყობს ნაწლავის ეპითელიუმის აღდგენას; • ეფექტურია ძალიან დაბალი დოზის მიღებისას, არ შეიწოვს სხვა პროდუქტებს, როგორიცაა ვიტამინები, ფერმენტები და სხვა მედიკამენტები; • სტაბილურია pH--ის სხვადასხვა დონეზე; • ორგანიზმში არ ტოვებს ნარჩენებს და არ სჭირდება გამოდევნის პერიოდი; • აუმჯობესებს ცხოველის პროდუქტიულობის პარამეტრებს.