ალბექსი 3000 / Albeks 3000
google plus

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ბოლუსი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება.


სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი, ფრინველი.


მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო.


შედგენილობა: 1 ბოლუსი შეიცავს: ალბენდაზოლს 3000მგ.


გამოყენების ჩვენებები


გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის, თხის, ღორის, ცხენის, ბეწვიანი ნადირის, ფრინველის დეჰელმინთიზაციისთვის, მათ შორის:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰელმინთოზების (ბუნოსტომოზი, ჰემონქოზი, კოოპერიოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, სტრონგილატოზი, ტრიქოსტრონგილიდოზი, ქაბერტიოზი, ეზოფაგოსტომოზი, ასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ტოქსოკაროზი, ტოქსასკარიდოზი, ანკილოსტომოზი, უნცინარიოზი, ასკარიდოზი, ჰეტერაკიდოზი);


ცესტოდოზების (ავიტელინოზი, მონიეზიოზი, თიზანიეზიოზი) მიმართ.


გამოშვების ფორმა: 60 ბოლუსი პოლიეთილენის კონტეინერში;


№4 ბოლუსი  ბლისტერზე, №5 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.


გამოყენების წესი და დოზები


პრეპარატი ეძლევათ პერორალურად, ერთჯერადად, წინასწარი მშიერი დიეტის გარეშე, ინდივიდუალურად ან ჯგუფური წესით საკვებთან ერთად.
მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა: კუჭ-ნაწლავის და ფილტვის ნემატოდები – 1 ბოლუსი/300კგ ც.წ-ზე; ცესტოდები – 1 ბოლუსი/400კგ ც.წ-ზე;  ტრემატოდები - 1 ბოლუსი/200კგ ც.წ-ზე.


ღორი: კუჭ-ნაწლავის და ფილტვის ნემატოდები – 1 ბოლუსი 300კგ. ც.წ-ზე;


ფრინველი: კუჭ-ნაწლავის ნემატოდები – 1 ბოლუსი 180კგ. ც.წ-ზე;  ფილტვის ნემატოდები – 1 ბოლუსი 90კგ ც.წ-ზე.


შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება სინათლისაგან დაცულ, გრილ ადგილას.


ვარგისიანობის ვადა:  2 წელი.