ალქვერმიქს კაუს / ALQUERMIX COWS
google plus

პრეპარატის ფორმა: პერორალურად მისაღები ფხვნილი, გამოიყენება ვეტერინარიაში.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საკვები დანამატი, ცოხნის მარეგულირებელი და ლაქტაციის გამაუმჯობესებელი საშუალება.

 

სამიზნე სახეობა: ფრინველი, ძროხა, ღორი.

 

მწარმოებელი ქვეყანა: ბიოვეტ, ს.ა. ესპანეთი.

 

შემადგენლობა:

 

კამას ექსტრაქტი (Foeniculum vulgare), ნაღველას ექსტრაქტი (Gentiana lutea), ძირას ექსტრაქტი (Cuminum cyminum), ცილების ჰიდროლიზის შედეგად წარმოშობილი ამინომჟავები, მაგნიუმი, რკინა,  ალუმინ-ნატრიუმ-კალციუმის სინთეზური სილიკატ ჰიდრატი, კობალტი, პროპიონატი, კალციუმი, სპილენძი.

 

გამოშვების ფორმა: 5 და 25კგ-იან ქაღალდის ტომრებში.

 

გამოყენების წესი და დოზირება

 

ალქვერმიქს კაუს გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში, მიიღება პერორალურად, დოზით 200გ/ერთ სულზე, საკვებში შერევით, დღეში ერთჯერ.

 

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ და ბნელ ადგილას, კარგად თავმოკრულ ტომრებში.

 

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.