ალქვერფიდ ანტიტოქსი / Alquerfeed Antitox
google plus

პრეპარატის ფორმა: პერორალურად მისაღები ფხვნილი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მიკოტოქსინების ადსორბენტი.


სამიზნე სახეობა: ყველა სახისა  და ასაკის ცხოველი და ფრინველი.


მწარმოებელი ქვეყანა: ბიოვეტ, ს.ა, ესპანეთი.


შემადგენლობა: სილიკოგლიციდოლი.


გამოყენების ჩვენებები


• ეფექტურია მიკოტოქსინებით დაბინძურებული საკვების მიღების შედეგად გამოწვეული პრობლემების (ენტერიტი, მიკოტოქსიკოზი) მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის;

•  აუმჯობესებს საკვების მონელებას, ძლიერად და ეფექტურად ბოჭავს მიკოტოქსინებს, ისე გაივლის საჭმლის მომნელებელ ტრაქტს, რომ არ ხდება მათი შეწოვა;

• ცხოველის ორგანიზმში მიკოტოქსინების მოხვედრით, ხელს უშლის ინტოქსიკაციას და ღვიძლის დაზიანებას ჰიპერტროფირებას;

• ხელს უშლის დიარეის წარმოქმნას;

• ხელს უწყობს ნაწლავის ეპითელიუმის აღდგენას;

• ეფექტურია ძალიან დაბალი დოზის მიღებისას, არ შეიწოვს სხვა პროდუქტებს, როგორიცაა ვიტამინები, ფერმენტები და სხვა მედიკამენტები;

• სტაბილურია pH--ის სხვადასხვა დონეზე;

• ორგანიზმში არ ტოვებს ნარჩენებს და არ სჭირდება გამოდევნის პერიოდი;

• აუმჯობესებს ცხოველის პროდუქტიულობის პარამეტრებს.


გამოშვების ფორმა: 5კგ და 25კგ ქაღალდის ტომრებში.


გამოყემების წესი და დოზირება


ეძლევა ყველა სახის  და ასაკის ცხოველებსა და ფრინველებს–მიიღება პერორალურად 0,5კგ/ტ საკვებთან შერევით.


შენახვის პირობები


ინახება მშრალ, გრილ და ბნელ ადგილას, კარგად თავმოკრულ პაკეტებში.


ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.