ბიოკოქცი / Biococc
google plus

ბიოკოქცი

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.

ფარამაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული საშუალება, ანტიკოქციდიური პრეპარატი.

სამიზნე სახეობა: ბროილერი, საჯიშე ფრინველი, ინდაური, ბატი, იხვი.

მწარმოებელი ქვეყანა:  ბიოტეკსი, საქართველო.

შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: ტოლტრაზურილს 25მგ.

გამოყენების ჩვენებები: გამოიყენება ბროილერის, საჯიშე ფრინველის, ინდაურის, ბატისა და იხვის კოქციდიოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

გამოშვების ფორმა: 1მლ მინის ამპულებში, 100მლ და 1ლ პოლიეთილენის ფლაკონში.

გამოყენების წესი და დოზები: ბიოკოქცი გამოიყენება წყალთან ერთად დოზით 7 მგ ტოლტრაზურილი ფრინველის 1კგ. ც.წ-ზე (28მლ 2.5% ბიოკოქცის ხსნარი 100კგ ც.წ-ზე), 2 დღის განმავლობაში. რაც ექვივალენტურია 1მლ  პრეპარატი გახსნილი 1 ლიტრ სასმელ წყალში, რომელიც ფრინველს ეძლევა დასალევად 24სთ-ის, ან 3მლ პრეპარატი 1 ლ სასმელ წყალში 8სთ-ის განმავლობაში, 2 დღე ზედიზედ. დაავადების მძიმე ფორმის მიმდინარეობისას მკურნალობის კურსი მეორდება 5 დღის შემდეგ.

ბიოკოქცის სამკურნალო ხსნარი აქტივობას ინარჩუნებს 48სთ-ის განმავლობაში. პრეპარატი ხმარების წინ უნდა შეინჯღრეს.

შენახვის პირობები :ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას,  პრეპარატი უნდა ინახებოდეს მჭიდროდ დახურული ქარხნული შეფუთვით  არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა2 წელი.