ბიფლოქსი
google plus

ბიფლოქსი 10%  (Biflox 10%)

Enrofloxacine

 

წამლის ფორმა

ხსნარი პერორალური, გამოიყენება ვეტერინარიაში

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიმიკრობული საშუალება, ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკი. ATCvet: QJ01MA90

აღწერა:  ოდნავ მოყვითალო ფერის გამჭვირვალე ხსნარი, ნაწილაკების გარეშე.

სამიზნე სახეობა: შინაური ფრინველი, გოჭი

შემადგენლობა: ხსნარის 1 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ენროფლოქსაცინი 100 მგ

დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის ჰიდროქსიდი, ბენზილის სპირიტი, გამოხდილი წყალი

გამოშვების ფორმა: 1ლ პოლიეთილენის ფლაკონში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ენროფლოქსაცინი ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკია, ახასიათებს ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული მოქმედება,  აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Escherichia coli, Haemophilus spp., Klebsiella spp., Pasteurella spp., Pseudomonas spp., Bordetella spp., Campylobacter spp., Erysipelothrix spp., Corynebacterium spp., Staphylococcus spp., Streptococcus spp.,  Actinobacillus spp., Clostridium spp., Bacteroides spp., Chlamydia spp., Rickettsia spp.,  Mycoplasma spp.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ფერმენტი ჰირაზას აქტიურობის ინჰიბირებას, რომელიც ბაქტერიული უჯრედის ბირთვში დნმ-ს სპირალის რეპლიკაციაზე ახდენს გავლენას.

გამოყენების ჩვენებები

შინაური ფრინველის (ბროილერი, სარემონტო ქათამიინდაური, ბატი, იხვი), გოჭების - კოლიბაქტერიოზის, სალმონელოზის, პასტერელოზის, სტრეპტოკოკოზის, მიკოპლაზმოზის, Enteritis nekrotica (ცალკეული და შერეული ინფექციები), ინდაურების Pseudomonas aeruginosa, Staphylococcus, Coryza, Pasteurella, Erysipelotrix-ით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, ასევე  შერეული ინფექციური დაავადებების და ვირუსული  დაავადებების დროს გვერდითი  ინფექციების სამკურნალოდ.

გამოყენების წესი და დოზირება

პრეპარატი გამოიყენება პერორალურად (დალევინებით) დღეში ერთჯერ, 3-5 დღის განმავლობაში.

გოჭებს: 0,5 მლ 10კგ ც.წ-ზე, 3 დღის განმავლობაში;

შინაურ ფრინველს: 0,10 მლ/კგ ც.წ-ზე ან 500 მლ /1000ლ სასმელ წყალზე, 3 დღის განმავლობაში.

ფრინველის სალმონელოზისშერეული ინფექციების, ქრონიკული დაავადებების დროს – 1ლ/1000ლ სასმელ წყალზე, 5 დღის განმავლობაში.

ხსნარი მზადდება დღე-ღამური წყლის მოთხოვნილების გათვალისწინებით, მკურნალობის პერიოდში მიიღება მხოლოდ პრეპარატის შემცველი წყალი.

გვერდითი მოვლენები

ჩვენებების მიხედვით გამოყენების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.

უკუჩვენებები

არ დაიშვება პრეპარატის მიღება კვერცხმდებელ დედლებში;

ქინოლონის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები

არ არის რეკომენდებული პრეპარატის ქლორამფენიკოლთან, მაკროლიდებთან ან ტეტრაციკლინთან ერთდროული მიღება ანტაგონისტური ეფექტის გამოვლინების გამო.

პრეპარატთან მუშაობის დროს დაცული უნდა იქნას  ჰიგიენისა და ვეტერინარიულ პრეპარატებთან მუშაობისას უსაფრთხოების ტექნიკით გათვალისწინებული წესები. აკრძალულია პრეპარატის ცარიელი ყუთების გამოყენება საკვები პროდუქტებისათვის

დაყოვნების პერიოდი

გოჭის სახორცედ დაკვლა ნებადართულია პრეპარატის ბოლო მიღებიდან 14 დღის შემდეგ. ფრინველის  სახორცედ დაკვლა ნებადართულია პრეპარატის ბოლო მიღებიდან 11 დღის შემდეგ. ფრინველის კვერცხი საკვებად არ განმოიყენება, მისი გამოყენება ნებადართულია პრეპარატის ბოლო მიღებიდან 9 დღის შემდეგ.

აღნიშნულ ვადაზე ადრე იძულებით დაკლულთა ხორცი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბეწვიანი ნადირის საკვებად ან ხორცისა და ძვლის ფქვილის წარმოებაში.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება მშრალ, მზისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი ქვეყანა: შპს “ბიოტეკსი”, საქართველო