გოლიაფი
google plus

გოლიაფი (Goliafi)

წამლის ფორმა

პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინურ-ამინომჟავური კომპლექსი

სამიზნე სახეობა: ფრინველი

შემადგენლობა, 5 მლ შეიცავს

დასი 10% - 1მლ; ვიტამინურ-ამინომჟავური კომპლექსი - 4 მლ

გამოშვების ფორმა: 5 მლ

გამოყენების ჩვენებები:

გამოიყენება ვიტამინურ-ამინომჟავური ცვლის დარღვევისას, ზრდა - განვითარების სტიმულირებისათვის, ორგანიზმის იმუნიტეტის,  რეზისტენტობის ასამაღლებლად, მიკრობული, ბაქტერიული, პარაზიტული დაავადებებისადმი წინააღმდეგობის ასამაღლებლად, სხვადასხვა სახის სტრესების დროს. ასევე წიწილების უდანაკარგოდ მიღებისა და პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად.

გამოყენების წესი, დოზირება

ფრინველს: პერორალურად, 1მლ/1-2 ლ წყალში განზავებით, 5 დღის განმავლობაში

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, მზისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო