ნორსულფანატი (NorsulfaNat)
google plus

 

ნორსულფანატი (NorsulfaNat)

Sulfadimidine Sodium

წამლის ფორმა

ფხვნილი წყალში ხსნადი, გამოიყენება ვეტერინარიაში

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება, ATCvet code:  QJ01EQ03,

პროტოზოული დაავადებების საწინააღმდეგო  საშუალება, ATCvet code:   QP51AG01

სამიზნე სახეობა:  შინაური ფრინველი, ბოცვერი,  გოჭი, ხბო, ბატკანი

შემადგენლობა

1 გ ფხვნილი შეიცავს: სულფადიმიდინ სოდიუმს 1000მგ

აღწერა: მოთეთო მოყვითალო ფერის კრისტალური ფხვნილი.

გამოშვების ფორმა

250გ ფხვნილი დაფასოებულია ვერცხლისფერ სამშრიან (პოლიპროპილენი, ალუმინის ფირფიტა, პოლიეთილენი) პაკეტში

ფარმაკოლოგიური თვისებები

სულფადიმიდინ ნატრიუმს ახასიათებს ბაქტერიოსტატიკური მოქმედება მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ

(E. coli, Staphylococcus aureus, Streptococcus aureus, Salmonella spp., Pasteurella spp., Mycoplasma spp) დ ზოგიერთი პროტოზოების  (მ.შ. Eimeria spp., Isospora spp.)

წინააღმდეგ.

მოქმედების მექანიზმი.

სულფადიმიდინ ნატრიუმი ავლენს ბაქტერიოსტატიკური  მოქმედებას ბაქტერიულ უჯრედებში და როგორც პარაამინობენზოის მჟავას ანალოგი აფერხებს ფოლიუმის მჟავას

სინთეზს, რაც აუცილებელია გარკვეული ამინომჟავების, პურინების, თიმიდინის და საბოლოოდ დნმ-ის სინთეზისთვის.

გამოყენების ჩვენებები

    პრეპარატი გამოიყენება შინაური ფრინველის, ბოცვერის, გოჭების, ხბოების, ბატკნების,  კოქციდიოზის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. ასევე გამოიყენება სხვადასხვა ეტიოლოგიის რესპირატორული, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და საშარდე გზების  მწვავე გაურთულებელი ინფექციური დაავადებების მკურნალობისთვის, რომლებიც გამოწვეულია სულფადიმიდინის მიმართ მგრძნობიარე მიკრობებით.

გამოყენების წესი, დოზირება

პრეპარატი შინაურ ფრინველს, ბოცვრებს, გოჭებს (მ.შ. მეძუძურს), ხბოებს, ბატკნებს ეძლევა პერორალურად, დოზით 200 მგ / კგ ცოცხალ წონაზე, დღეში ერთჯერ, საკვებთან ერთად, 3-5 დღის განმავლობაში.  ან სასმელ წყალთან ერთად (20გ ფხვნილი / 10 ლიტრ სასმელ წყალზე),  როგორც სასმელი წყლის მიღების ერთადერთი წყარო.

დადებითი კლინიკური რეაქციის შემთხვევაში, 3 დღის შემდეგ დოზა შეიძლება შემცირდეს 100 მგ /კგ ცოცხალ წონაზე, დღეში ერთჯერ, 2 დღის განმავლობაში. მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.

საჭიროებისამებრ მკურნალობა შეიძლება განმეორდეს ნებისმიერი მკურნალობის შეწყვეტიდან 3 კვირის შემდეგ. 

კოქციდიოზის მკურნალობისთვის: 20გ ფხვნილი / 10 ლიტრ სასმელ წყალზე,  3 დღის განმავლობაში ან სქემით: 3 დღე მიღება, 2 დღე დასვენება, 3 დღე მიღება.

 დაავადების პროფილაქტიკისთვის:  პრეპარატი გამოიყენება კოკციდიოზის კლინიკური ნიშნების განვითარებამდე, ბოცვრებისთვის ნებადართულია 5-10 კვირის ასაკიდან. პრეპარატის გამოყენებამდე სასურველია სასმელი წყლის და თხევადი საკვების მიღების შეწყვეტ2-3 დღით ადრე.

პრეპარატიანი საკვები და წყალხსნარი ყოველდღიურად უნდა მომზადდეს სუფთა სახით და გამოიყენება 24 სათის განმავლობაში.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა სულფონამიდების მიმართ.

თირკმლის და / ან ღვიძლის მწვავე დისფუნქციური ან სისხლის დისკრაზიული დაავადებები.

გვერდითი მოვლენები

კრისტალურია, ანემია, ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია.

დაყოვნების პერიოდი

ხორცი და სუბპროდუქტები: 15 დღე;

ნუ გამოიყენებთ კვერცხმდებელი შინაური ფრინველისთვის, რომელთა კვერცხი გამიზნულია ადამიანთა მოხმარებისთვის.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25℃ ტემპერატურამდე.

შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი ქვეყანა: შპს „ბიოტეკსი“, საქართველო