ანტიკოლი /Antikol
google plus

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ფხვნილი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება, ანტიბიოტიკი.


სამიზნე სახეობა: ხბო, თხა, ცხვარი, ფრინველი, ღორი.


მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო.


შემადგენლობა: 1 გ ფხვნილი შეიცავს:  კოლისტინის სულფატს 0.058 მგ;


გამოყენების ჩვენებები:


პრეპარატი გამოიყენება გასტრო ინტესტინალური ტრაქტის ინფექციებისას, რომლებიც გამოწვეულია კოლისტისნის სულფატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, Escherichia coli, Klebsiella spp., Salmonella spp., Shigella spp., Pseudomonas aeruginosa da Haemophilus influenzae) ყველა სახის შინაურ ცხოველებსა და ფრინველში - ხბო, თხა, ცხვარი, ღორი, ფრინველი. აგრეთვე გამოიყენება კოლიბაქტერიოზის, სალმონელოზის და ბაქტერიული დიარეის სამკურნალოდ.


გამოშვების ფორმა: 250გ ვერცხლისფერ პოლიეთილენის პაკეტში.


გამოყენების წესი და დოზები:


პრეპარტი ეძლევა პერორალურად, ერთჯერადად, საკვებთან ან სასმელ წყალთან ერთად.


ხბო, თხა, ცხვარი – 5გ/100 კგ ც.წ-ზე, 5-7 დღის განმავლობაში.


ფრინველი -  0,7კგ/1000ლ წყალში განზავებით ან 1კგ/1500ლ სასმელ წყალში ან 750კგ საკვებში შერევით,  3-5 დღის განმავლობაში.


ღორი
– 1კგ/1000ლ სასმელ წყალში ან 500კგ საკვებში, 5-7 დღის განმავლობაში.


მკურნალობის კურსი 7 დღე.


შენახვის პირობები
: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.


ვარგისობის ვადა: 3 წელი.