17.04.2025
თუ მასტიტი დროულად არ იქნა აღმოჩენილი, შესაძლოა სერიოზული ზიანი მიადგეს ფურების ჯანმრთელობას, რძის ხარისხსა და ფერმის შემოსავალს. სუბკლინიკური (ფარული) ფორმა შეიძლება თვეების განმავლობაში შეუმჩნევლად ვითარდებოდეს. სწორედ ამიტომ ამ სტატიაში მოგიყვბით დროულ დიაგნოზსა და ეფექტურ მკურნალობაზე.
სწორად და დროულად ჩატარებული დიაგნოსტიკა საშუალებას გაძლევთ:
გამოავლინოთ ფარული ინფექციები
თავიდან აიცილოთ გართულებები და დაიწყოთ მკურნალობა დაავადების პირველივე ნიშნებისას
შეამციროთ მასტიტის გავრცელება ფერმაში
შეინარჩუნოთ რძის და წარმოებული პროდუქტის მაღალი ხარისხი
“როქი” გთავაზობთ რამდენიმე განსახვავებულ დიაგნოსტიკურ საშუალებას, რომლებიც ხელმისაწვდომია ფერმერებისთვის, ასევე ვეტაფთიაქებისთვის.
✅ კალიფორნია მასტიტის ტესტის ნაკრები (CMT) - ტესტის სითხე და სპეციალური ტესტ-დაფა, რომელიც საშუალებას გაძლევთ წამებში შეაფასოთ რძე ინდივიდუალური ცურთითების მიხედვით.
✅ მასტიტის ციფრული დეტექტორი - თანამედროვე სენსორული მოწყობილობა, რომელიც წამებში იძლევა ზუსტ შეფასებას, შეუძლია ტესტის პასუხისა და დროის დამახსოვრება.
✅ დაინფიცირებული რძის ჭიქა - მარტივი ვიზუალური იდენტიფიკაციის საშუალება წველის დროს.
მასტიტის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სტადიასა და სირთულეზე. საწყისი ფორმების დროს საკმარისია ადგილობრივი მკურნალობა, ხოლო გართულებულ შემთხვევებში საჭიროა ვეტერინარის ჩარევა და ანტიბიოტიკოთერაპია.
“როქში” ხელმისაწვდომია ფართო არჩევანი მასტიტთან საბრძოლველად, მათ შორის:
✅ მასტიცეფი (Masticef) - ფართო სპექტრის გახანგრძლივებული მოქმედება. ეფექტურია მწვავე ფორმების წინააღმდეგ.
✅ მასტიკლოქსი (Masticlox) - ფართო სპექტრის მოქმედება და მოსახერხებელი დოზირება.
✅ მასტილექსი (Mastilex) - მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევებისთვის.
✅ ბიომასტი (Biomast) - კლინიკურად დამტკიცებული მოქმედება ინფექციების წინააღმდეგ.
პრეპარატების გამოყენება ხდება ვეტერინარის რეკომენდაციით, ინდივიდუალურად შერჩეული გრაფიკის მიხედვით (12-72 საათში ერთხელ).
ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება როგორც სისტემური, ასევე ლოკალური მკურნალობისთვის (ვეტერინარის დანიშნულებით).
დამატებითი მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ცურის მოვლის გელები და ანტისეპტიკური სპრეები, რაც ხელს შეუწყობს დაზიანებების შეხორცებას და ინფექციის ლოკალიზებას.
📌 ინოვაციური პროდუქცია - “როქი” გთავაზობთ თანამედროვე და ეფექტურ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო საშუალებებს.
📌 ვეტერინარული მხარდაჭერა - ჩვენი ვეტერინარები დაგეხმარებიან პრეპარატების სწორად შერჩევასა და გამოყენებაში
📌 ხარისხი და ხელმისაწვდომობა - მხოლოდ სანდო მწარმოებლები და საუკეთესო ფასები
📌 კომფორტული შეძენა - ყველა პროდუქტი შეგიძლიათ შეიძინოთ ვეტ.აფთიაქებში, “როქის” ფილიალებში ან ონლაინ Agricula-ს საიტზე.
კონსულტაციისთვის და პროდუქტების შესარჩევად დაგვიკავშირდით: 📲 597 70 45 88 📩 info@agro.ge