03.08.2025

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის პიროპლაზმოზი: რა უნდა იცოდეთ?

მიხეილ ჭიჭაყუა
ვეტერინარი ექიმი, ბიოლოგიის დოქტორი 

 

პიროპლაზმოზი სეზონური დაავადებაა, რომელიც განსაკუთრებით საძოვრის პერიოდში აქტიურდება და აზიანებს მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს. დაავადებას იწვევს Piroplasma bigeminum, რომელიც ტკიპებით გადადის და ვლინდება ციებ-ცხელებით, ანემიით, სიყვითლით და მუქი წითელი შარდით. მკურნალობის გარეშე პირუტყვი 5-7 დღეში იღუპება.

📌 ძირითადი სიმპტომები:

  • მადა ქვეითდება, ცხოველი დათრგუნულია

  • ლორწოვანი გარსები ყვითელია

  • ცხოველი იშორებს ჯოგს

  • რძის შემცირება

  • გაძნელებული სუნთქვა და მაღალი ტემპერატურა (41-42°C)

  • ყაბზობა ან ფაღარათი

  • მძიმე შემთხვევაში შარდი სისხლისფერი ხდება

📌 დაავადების ციკლი და გადამტანები:

გადამტანი ტკიპებია: Boophilus calcaratus, Haemaphysalis punctata. გამომწვევი რქოსან პირუტყვში 6-12 თვე ცოცხლობს. დაავადება განსაკუთრებით აქტიურია გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომაზე.

📌 მკურნალობა:

  1. მოსვენება და ფიზიკური სტრესი უნდა აირიდოს

  2. რბილი საკვები და ბევრი წყალი

  3. რეკომენდებული პრეპარატები:

    • პიროტექსი პლუსი B7 + B12

    • ინექცია: 1 მლ 20 კგ ცოცხალ წონაზე (7% ხსნარი)

    • დაგვიანებული შემთხვევისას 24 საათში გამეორება

  4. სიმპტომური მკურნალობა: საჭმლის მომნელებელი სისტემის მოწესრიგება, ვიტამინები, გულ-სისხლძარღვთა სტიმულაცია

📌 პროფილაქტიკა:

  • ენზოოტურ კერებში პრევენციული ინექციები პიროტექსით

  • ტკიპის კონტროლი აგროტექნიკური გზებით

  • პროფილაქტიკური მკურნალობა აქტიური ტკიპების სეზონზე: აპრილ-მაისი, ივლისი, აგვისტო-ნოემბერი

ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა აუცილებელია ცხოველის სიცოცხლის შესანარჩუნებლად და რძის პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად.

საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიიღოთ უფასო კონსულტაცია როქის ვეტერინარებსგან.

📌 რატომ უნდა აირჩიოთ “როქი” პიროპლაზმოზის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის?

  • ეფექტური პრეპარატები  - “როქი” გთავაზობთ თანამედროვე და ეფექტურ პრიფილაქტიკურ და სამკურნალო საშუალებებს.
  • ვეტერინარული მხარდაჭერა - ჩვენი ვეტერინარები დაგეხმარებიან პრეპარატების სწორად შერჩევასა და გამოყენებაში
  • ხარისხი და ხელმისაწვდომობა - მხოლოდ სანდო მწარმოებლები და საუკეთესო ფასები
  • კომფორტული შეძენა - ყველა პროდუქტი შეგიძლიათ შეიძინოთ ვეტ.აფთიაქებში, “როქის” ფილიალებში ან ონლაინ Agricula-ს საიტზე.

 

კონსულტაციისთვის და პროდუქტების შესარჩევად დაგვიკავშირდით:

☎️ 032 2 74 63 94   📩 info@agro.ge 

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის პიროპლაზმოზი: რა უნდა იცოდეთ?