ნორსულფაზოლ–ნატრიუმი / Sulfathiazole natrium

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ფხვნილი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული საშუალება.


სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხენი, ღორი, თხა და ცხვარი, ფრინველი.


მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო.


შემადგენლობა: 1 გ ფხვნილი შეიცავს: ნორსულფაზოლ-ნატრიუმს 998მგ.


გამოყენების ჩვენებები


კატარალური ბრონქოპნევმონია, პლევრიტები, სტრეპტოკოკური და სტაფილოკოკური სეფსისი, გასტროენტერიტები, დიპლოკოკური სეპტიცემია და სხვა ბაქტერიული ინფექციები, რომლის გამომწვევი ბაქტერიებიც მგძნობიარეა ნორსულფაზოლის მიმართ.


გამოშვების ფორმა: 250გ პოლიეთლენის პაკეტში.


გამოყენების წესი და დოზები 


ნორსულფაზოლ-ნატრიუმი  ცხოველებს ეძლევა პერორალურად შემდეგი დოზებით  ერთ სულზე გადათვლით:


ცხენი და მსხვილფეხა პირუტყვი – 10-25 გ.

ღორი, თხა და ცხვარი – 2-5 გ.

ფრინველი – 0,5 გ.


დღეში 2-3 ჯერ 3-6 დღის განმავლობაში.


შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ქარხნული შეფუთვით ოთახის ტემპერატურაზე.


ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.


იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ