ნფ 450 / NF 450

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ფხვნილი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალება.


სამიზნე სახეობა: ფრინველი, შინაური ცხოველი.


მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                  


შემადგენლობა: 1 გ ფხვნილი შეიცავს: ნეომიცინის სულფატს 0,25გ, ფურაზოლიდონს 0,2გ.


გამოყენების ჩვენებები


ნფ 450 გამოიყენება, როგორც ანტიბაქტერიული საშუალება, ყველა სახის შინაურ ცხოველებში, სტაფილოკოკური ინფექციების, მიკოპლაზმოზის, კოქციდიოზის, სალმონელოზის, კოლიბაქტერიოზის, ბაქტერიული ეტიოლოგიის გასტროენტეროკოლიტის და სხვა ზემოთ ჩამოთვლილი მიკროორგანიზმების სამკურნალოდ.


გამოშვების ფორმა:  250გ  ვერცხლისფერ პოლიეთილენის პაკეტში.


გამოყენების წესი და დოზები


ფრინველი: 140-180გ/1 ტონა საკვებში შერევით ან 70-100გ/1ტ სასმელ წყალში განზავებით. ეძლევა 3-5 დღის განმავლობაში

შინაური ცხოველები: 10გ/50 ლ სასმელ წყალში განზავებით 3-5 დღის განმავლობაში.


შენახვის პირობები


ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.


ვარგისობის ვადა: 3 წელი.

 

 


დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ