წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთარაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიკოქციდიური პრეპარატი.
სამიზნე სახეობა: ქათამი, ბატი, იხვი, ინდაური.
მწარმოებელი ქვეყანა: ინვესა, ესპანეთი.
შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: ტოლტრაზურილს 25 მგ.
გამოყენების ჩვენებები
გამოიყენება ქათმის, ბატის, იხვის და ინდაურის კოქციდიოზის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის
მაქსიმალური პროფილაქტიკური ეფექტის მისაღწევად და იმისათვის რომ შემცირდეს ოოცისტების გარემოში გამოყოფა, კოქციდიოზის მიმართ არაკეთილსაიმედო მეურნეობებში პრეპარატი უნდა დაენიშნოს ფრინველს პირველი კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე.
გამოშვების ფორმა: 1ლ პლასტიკურ ფლაკონში.
გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატი გამოიყენება სასმელ წყალთან ერთად სადღეღამისო დოზით 7 მგ ტოლტრაზურილი ფრინველის 1კგ. ც.წ-ზე (28მლ პრეპარატი, 100კგ ც.წ-ზე), რაც ექვივალენტურია:
- 1მლ პრეპარატი გახსნილი 1 ლ სასმელ წყალში, რომელიც ფრინველს ეძლევა დასალევად 48სთ-ის განმავლობაში ან
- 3მლ პრეპარატი 1 ლ სასმელ წყალში გახსნილი, ეძლევა 8სთ-ის განმავლობაში, 2 დღე ზედიზედ. დაავადების მძიმე ფორმის მიმდინარეობისას მკურნალობის კურსი მეორდება 5 დღის შემდეგ.
ესპაკოქცი 2,5%-ის სამკურნალო ხსნარი აქტივობას ინარჩუნებს 48სთ-ის განმავლობაში. პრეპარატი ხმარების წინ უნდა შეინჯღრეს.
პრეპარატი თავსებადია საკვებდანამატებთან, ვიტამინებთან და ფრინველის სამკურნალო სხვა საშუალებებთან ერთად.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 00C -დან 250C-მდე ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 5 წელი.
შეფუთვის გახსნიდან ინარჩუნებს ვარგისიანობას 3 თვე.