ტრიმაკოლი

ტრიმაკოლი(Trimacoli)


Sulfadimidine sodium,

Trimethoprim, Colistin sulfate


წამლის ფორმა

ფხვნილი პერორალურად მისაღები, გამოიყენება ვეტერინარიაში

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული საშუალება AA AAtc vet.code: QJ01EW03

სამიზნე სახეობა: ბროილერის წიწილა, ხბო, ღორი, ბოცვერი

შემადგენლობა

   1 გ ფხვნილი შეიცავს: სულფადიმიდინ სოდიუმს 187,5 მგ, ტრიმეტოპრიმს 37,5 მგ, კოლისტინის სულფატს 22მგ.

  დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზა 753 მგ

აღწერილობა: ერთგვაროვანი თეთრი ფხვნილი

გამოშვების ფორმა: 250გ ვერცხლისფერ პოლიეთილენის  პაკეტში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ტრიმაკოლი ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების ანტიმიკრობული მოქმედებით (სულფადიმიდინის, ტრიმეტოპრიმის, კოლისტინის სულფატის კომბინაციით). პრეპარატის კომბინაციას გამოხატული აქვს სინერგიული ეფექტი და ახასიათებს ბაქტერიციდული მოქმედება უმრავლესობა გრამდადებითი და გრამუარყოფითი კოკების: Eსჰერიცჰია ცოლი, Pსეუდომონას აერუგინოსა, Kლებსიელლა პნეუმონიაე, შალმონელლა სპპ., შჰიგელლა სპპ., Aერობაცტერ აეროგენეს, Bორდეტელლა სპპ., ჩლოსტრიდია სპპ., ჩორყნებაცტერიუმ სპპ., Hაემოპჰილუს სპპ., Pასტეურელლა სპპ., Pროტეუს სპპ., Bაცტეროიდეს სპპ., Eრყსიპელოტჰრიხ სპპ., შტაპჰყლოცოცცი სპპ, შტრეპტოცოცციდა სპპ  და სხვათა მიმართ.

გამოყენების ჩვენებები

 ტრიმაკოლი გამოიყენება ბროილერის წიწილების, ხბოების, ღორების, ბოცვრების ბაქტერიული წარმოშობის ინფექციური დაავადების სამკურნალოდ. პრეპარატი ეფექტურად მოქმედებს სულფადიმიდინის, ტრიმეტოპრიმის, კოლისტინის სულფატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ, როგორიცაა სასუნთქი გზების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა და შარდსასქესო სისტემის ინფექციები, მეორეული ბაქტერიული ინფექციები (ვირუსული ინფექციების შემდეგ).

ბროილერის წიწილების ქრონიკული რესპირატორული დაავადებების, კოლიბაქტერიოზის, სალმონელოზის, ჰისტომონოზის, კოქციდიოზის, ტრიქომონოზის;

ხბოების ბრონქოპნევმონიების, გასტროენტერიტების, კოლიბაქტერიოზის, სალმონელოზის, ნეკრობაქტერიოზის, ომფალოფლებიტის, კოქციდიოზის, ტრიქომონოზის;

ღორის ბრონქოპნევმონიის, ბაქტერიალური ენტერიტის, კოლიბაქტერიოზის, კოლენტეროტოქსემიის, სალმონელოზის, ბაქტერიული და პროტოზოული ეტიოლოგიის დეზენტერიის, ბალანტიდიოზის;

ბოცვერის  კოქციდიოზის და ინფექციური ენტერიტის სამკურნალოდ (G- ბაქტერიებით გამოწვეული). ბოცვრების ბაქტერიული წარმოშობის ინფექციური დაავადების სამკურნალოდ.

გამოყენების წესი და დოზები

   მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს (ხბოები), ღორს,  ბოცვერს, წიწილას პრეპარატი ეძლევა პერორალურად, თერაპიული დოზით 1გ/10კგ სხეულის მასაზე ან 1გ/1-2 ლ სასმელ წყალში ან 0,5 - 1გ/ 1 კგ საკვებში შერევით. მკურნალობის კურსი 5-7 დღე.

გვერდითი მოვლენები

არ არის ცნობილი


უკუჩვენებები

სულფონამიდებისა და ტრიმეტოპრიმის მიმართ მაღალი მგრძნობელობის გამო შესაძლებელია განვითარდეს თირკმელების, ღვიძლის, ჰემოპოეზური დარღვევები, პოლინერვიტი.

შეუთავსებლობა სხვა პრეპარატებთან:

პრეპარატი არ ეთავსება სხვა ანტიბიოტიკებს, კოკციდიოსტატებს. პრეპარატი არ მიიღება ჰექსამეთილენის ტეტრამინთან (მეთამინთან) კომბინაციაში. დაყოვნების პერიოდი

ცხოველის ხორცი საკვებად გამოიყენება პრეპარატის ბოლო მიღებიდან 15 დღის შემდეგ.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურისა.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი ქვეყანა: შპს ”ბიოტეკსი”, საქართველო

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ