ალბექსი 20%-ანი გრანული / Albeks 20% Granulatum

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები გრანული, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება.


სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი და გარეული მცოხნავები, ცხვარი, თხა, ღორი, ფრინველი.


მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო.


შემადგენლობა: 1 გ შეიცავს: ალბენდაზოლს 200მგ.


გამოყენების ჩვენებები


გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრების, თხების, ცხენების, ღორების, გარეული მცოხნავი ცხოველებისა და ფრინველების დეჰელმინთიზაციისათვის შემდეგი ჰელმინთოზების დროს: ჰემონქოზი, ტრიქოსტრონგილიდოზი, ბუნოსტომოზი, სტრონგილატოზი, ნემატოდიროზი, ქაბერტიოზი, ეზოფაგოსტომოზი, ასკარიდოზი, კოოპერიოზი, დიქტიოკაულოზი, მიულერიოზი, ცისტოკაულოზი, მეტასტრონგილოზი, მონიეზიოზი, ფასციოლოზი.


გამოშვების ფორმა: 250გ, 500გ და 1000გ პერორალური ფხვნილი პოლიპროპილენის პაკეტში.


გამოყენების წესი და დოზები


პრეპარატი ეძლევა პერორალურად ინდივიდუალურად ან ჯგუფური მეთოდით, ერთჯერადად, საკვებთან ერთად, წინასწარი შიმშილის გარეშე.


მსხვილფეხა პირუტყვი და გარეული მცოხნავები: ძირითადი დოზა 3,75გ-100კგ ც.წ-ზე, ფასციოლოზის, პარამფისტომიდოზის, ოსტერტაგიოზის სადეჰელმინთიზაციოდ 5გ-100კგ ცოცხალ წონაზე.

ცხვარი და თხა - ძირითადი დოზა 2,5გ/100კგ ც.წ-ზე, ფასციოლოზის, დიკროცელიოზის პროტოსტრონგილოზის დროს 3,75გ/100კგ ც.წ-ზე.

ღორი - 5გ-100კგ ც.წ-ზე.

შინაური ფრინველები - 0,5გ/10კგ ც.წ-ზე 2 დღე.    

ცხოველების ჯგუფურად დამუშავების დროს სამკურნალოდ გაანგარიშებულ დოზას შეურევენ კონცენტრირებულ საკვებს (ერთ ცხოველზე საკვების გაანგარიშებით):

ცხენი და მსხვილფეხა პირუტყვი - 0,5/კგ ც.წ-ზე;

ცხვარი თხა და ღორი - 150-200გ;

ფრინველი - 50გ მიღებული სამკურნალო ნარევი ეძლევა ჯგუფურად, საკვებურთან თავისუფალი მიდგომით. 


შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.


ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ