წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ტაბლეტი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა, ცხენი, ვირი, ჯორი, ღორი, ძაღლი, კატა, ფრინველი.
მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო.
შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს: ფენბენდაზოლს 250 მგ.
გამოყენების ჩვენებები
- მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრისა და თხის მონიეზიოზი, დიქტიოკაულოზი, ეზოფაგოსტომოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კოოპერიოზი, სტრონგილატოზი;
- ღორის ასკარიდოზი, ეზოფაგოსტომოზი, სტონგილატოზი, ტრიქოცეფალოზი, მეტასტონგილოზი;
- ცხენის პარასკარიდოზი, სტრონგილატოზი.
- ქათმის ასკარიდიოზი;
- ძაღლისა და კატის ტოქსოკაროზი.
გამოშვების ფორმა: №100 ტაბლეტი პოლიეთილენის ფლაკონში.
გამოყენების წესი და დოზები
მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა, ცხენი, ვირი, ჯორი, ღორი - კუჭნაწლავის და ფილტვის ნემატოდები
ცესტოდები - 1 ტაბლ/25კგ ც.წ-ზე; დიკროცელიოზი - 1 ტაბლ/12,5კგ ც.წ-ზე.
ფრინველი - 1 ტაბლ/7,5კგ ც.წ-ზე;
ძაღლი, კატა - 1 ტაბლ/5კგ ც.წ.-ზე.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას 20°ჩ ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.