ფენბექსი 22,2% - გრანულირებული ფხვნილი

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები გრანულირებული  ფხვნილი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება.


სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ღორი, ცხვარი, თხა, ცხენი, ლეკვი, კატა, ქათამი.


მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო.


შემადგენლობა: 1 გ გრანულირებული ფხვნილი შეიცავს: ფენბენდაზოლს 222 მგ.


გამოყენების ჩვენებები


ფენბექსი გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის, თხის, ღორის, ცხენის, ფრინველის, ძაღლის, კატისა და ბეწვიანი ნადირის დეჰელმინთიზაციისათვის შემდეგი დაავადებების დროს:


• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰელმინთოზები (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ეზოფაგოსტომოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, სტრონგილატოზი, ქაბერტიოზი, ტრიქოსტრონგილიდოზი, ჰიოსტრონგილოზი, პარასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ტოქსოკაროზი, ტოქსასკარიდოზი, უნცინარიოზი, ჰეტერაკიდოზი, ასკარიდოზი).

• ფილტვების ჰელმინთოზები (დიქტიოკაულოზის, პროტოსტრონგილოზი, მიულერიოზი, ცისტოკაულოზი, მეტასტრონგილოზი).

• ცესტოდოზები (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი).

• ტრემატოდოზები (ფასციოლოზი, დიკროცელოზი, პარამფისტომიდოზი).


გამოშვების ფორმა: 500 გ  გრანულირებული  ფხვნილი  პოლიეთილენის კონტეინერში.


გამოყენების წესი და დოზები


ფენბექსის გრანულირებული  ფხვნილი გამოიყენება ინდივიდუალური ან ჯგუფური დეჰელმინთიზაციისთვის, ცხოველებს ეძლევათ საკვებთან ერთად, პერორალურად, ერთჯერადად.


პრეპარატის ჯგუფური მეთოდით მიღებისას გრანულებს წინასწარ წონიან ჯგუფზე გაანგარიშებით (არაუმეტეს 150 ცხვრი და 50 ღორი) კარგად ურევენ საკვებში და აძლევენ, რომ ყველა ცხოველს შეეძლოს თავისუფლად მისვლა საკვებთან.


მსხვილფეხა პირუტყვი: დიქტიოკაულოზის, ბუნოსტომოზის, ჰემონქოზის,  ეზოფაგოსტომოზის, ოსტერტაგიოზის, სტრონგილატოზის, ქაბერტიოზის დროს – 3,4გ/100კგ ც.წ-ზე, მონიეზიოზის დროს – 4,5გ/100კგ ც.წ-ზე.


ცხვარი და თხა:
დიქტიოკაულოზის, ბუნოსტომოზის, ჰემონქოზის, ეზოფაგოსტომოზის, ნემატოდიროზის, ოსტერტაგიოზის, სტრონგილატოზის, ტრიქოსტრონგილიდოზის - 1გ/44კგ ც.წ-ზე 222 მგ.


ღორი: ასკარიდოზის, ეზოფაგოსტომოზის, სტრონგილატოზის, ტრიქოცეფალოზის, მეტასტრონგილოზის დროს – 2,3გ/100კგ ც.წ-ზე.

 

ცხენი: პარასკარიდოზის, სტრონგილატოზის დროს – 4,5გ/100კგ ც.წ-ზე.


ქათამი:
ასკარიდიოზის, ჰეტერაკიდოზის დროს – 0,45გ/10კგ ც.წ-ზე.


ლეკვი და კატა
(3კვირაზე მეტი ასაკის): ტოქსოკაროზის, ტოქსასკარიდოზი,ს ანკილოსტომოზის, უნცინარიოზის, დიპილიდიოზის, ტენიიდოზის დროს - 1გ/4.4კგ ც.წ-ზე, დღეში ერთჯერ, 3 დღის განმავლობაში.


ძაღლი და ბეწვიანი ნადირი: ტოქსასკარიდოზის, ანკილოსტომოზის - 1გ/15კგ ც.წ-ზე, დღეში ერთჯერ, 2 დღის განმავლობაში.


შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.


ვარგისობის ვადა:
2 წელი.

 

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ