წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ტაბლეტი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება.
სამიზნე სახეობა: ლეკვები, მცირეტანიანი ძაღლები და კატები, საშუალო ჯიშის ძაღლები, დიდი ძაღლები.
მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო.
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: ფენბენდოზოლს 150მგ, პირანტელ ემბონასს 144მგ, პრაზიკვანტელს 50მგ.
გამოყენების ჩვენებები
ფენდოქსი სუპერი გამოიყენება ძაღლებისა და კატების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. ნემატოდოზების (ტოქსოკაროზი, ტოქსასკარიდოზი, უნცინარიოზი, ანკილოსტომოზი, ტრიქოცეფალოზი) და ცესტოდოზების (ტენიოზი, ექინოკოკოზი, დიპილიდიოზი).
გამოშვების ფორმა: 10 ტაბლეტი ბლისტერსა და მუყაოს კოლოფში და 20 ტაბლეტი პოლიეთილენის კონტეინერში.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი ეძლევა პერორალურად, მთლიანად, დაქუცმაცებული სახით ან საკვებში შერევით, ერთჯერადად.
ლეკვები, მცირეტანიანი ძაღლები და კატები - 1 ტაბლეტი 2-5კგ ც.წ-ზე.
საშუალო ჯიშის ძაღლები - 1 ტაბლეტი 5-10კგ ც.წ-ზე.
დიდი ძაღლები - 1 ტაბლეტი 10კგ.ც.წ-ზე.
ლეკვების და კნუტების დეჰელმინთიზაციის ჩატარება რეკომენდებულია ერთჯერადად 3-დან 12 კვირის ასაკამდე 3 კვირის ინტერვალით, შემდგომში ყოველ 3 თვეში ერთხელ.
შენახვის პირობები: მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, 25°C-ზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.