ლევაზანი / Levazani

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები სუსპენზია, გამოიყენება ვეტერინარიაში.



ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება.


სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ხბო, ცხვარი, თხა.


მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტექსი, საქართველო.


შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: ლევამიზოლის ჰიდროქლორიდს 30 მგ, ოქსიკლოზანიდს 60მგ.


გამოყენების ჩვენებები


გამოიყენება, როგორც სამკურნალოდ, ასევე პროფილაქტიკის მიზნით, კუჭ-ნაწლავის და ფილტვის ნემატოდების ((Haemonchus spp, Ostertagia spp, Trichostrongylus spp, Nematodirus spp, bunostomum spp, Oesophagostomum spp, cooperia spp, Dictyocaulus liverfluke), ტრემატოდების და ცესტოდების (Fasciola gigantica, Fasciola hepatica, Paramphistomum spp, Moniezia spp)  მიმართ.


გამოშვების ფორმა: 100მლ, 250მლ პოლიეთილენის ფლაკონში; 500მლ და 1000 მლ პოლიეთილენის ბოთლში.


გამოყენების წესი და დოზები:


პრეპარატი ეძლევა პერორალურად, ინდივიდუალურად თითოეულ ცხოველს, გამოყენების წინ შეანჯღრიეთ.


მსხვილფეხა პირუტყვი, ხბო: 2,5მლ 10კგ ც.წ-ზე.


ცხვარი და თხა: 1მლ 4კგ ც.წ-ზე.


შენახვის პირობები:  ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას 15-250C-ზე.


ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ