ფისტოკლოზანიდი 3000 / Phistoclozanid 3000

ფისტოკლოზანიდი 3000

(Phistoclozanid 3000)

Oxyclozanide


წამლის ფორმა
პერორალურად მისაღები ბოლუსი, გამოიყენება ვეტერინარიაში
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიჰელმინთური საშუალება,

Atc vet code: QP52AG06-Oxyclozanide

სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი
შემადგენლობა
 1 ბოლუსი შეიცავს: ოქსიკლოზანიდს  3000მგ
დამხმარე  ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, ლაქტოზა, პოლიეთილენგლიკოლი 6000, პოლივინილპიროლიდონი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, აეროსილი
გამოშვების ფორმა: #60 ბოლუსი პოლიეთილენის ფლაოკონში
აღწერა: თეთრი, მოყვითალო ან კრემისფერი ფერის ბოლუსები, ერთ ზედაპირზე Fჭდით  მეორე ზედაპირზე წარწერა ,, BIO”  
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოქსიკლოზანიდი სალიცილანილიდის ჯგუფის ანტიჰელმინთური საშუალება, იწვევს ფოსფორილებადი ციკლის დარღვევას, ატფ–ის დონის შემცირებას, გამომდინარე აქედან ხდება ჰელმინთებში მეტაბოლური პროცესების დარღვევა, რასაც მოსდევს პარაზიტის სიკვდილი.
   ოქსიკლოზანიდის შეწოვა ხდება ნელა, პერორალურად მიღებით სისხლის პლაზმაში თერაპიული კონცენტრაცია მიიღწევა 24 სთ-ში. Eორგანიზმიდან გამოიყოფა ფეკალურ მასებთან ერთად
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის სამკურნალოდ ფასციოლოზის, ეზოფაგოსტომოზის, დიქტიოკაულოზის, პარამფისტომიდოზის, მონიეზიოზის დროს.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი ეძლევა პერორალურად, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, საკვებთან ერთად.
მსხვილფეხა პირუტყვის ფასციოლოზის ეზოფაგოსტომოზის, დიქტიოკაულოზის წინააღმდეგ - 1 ბოლ. 350კგ ც.წ-ზე; პარამფისტომიდოზების, მონიეზიოზის დროს-1 ბოლუსი 200კგ ც.წ-ზე.
უკუჩვენებები
   არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება მსხვილფეხა პირუტყვის მაკეობის პირველMმესამედში.
გვერდითი მოვლენები
 სწორი დოზირებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
დაყოვნების  პერიოდი
 დაკვლა ნებადართულია პრეპარატის ბოლო გამოყენებიდან 14 დღის შემდეგ. მსხვილფეხა პირუტყვის რძე გამოიყენება პრეპარატის ბოლო გამოყენებიდან 24 საათის შემდეგ.
შენახვის პირობები
 ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა:  3 წელი.
მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ