პრეპარატის ფორმა: შესასხურებელი ხსნარი, გარემოს დამუშავებისთვის.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რეპელენტი, ქვეწარმავლების საწინააღმდეგო ბიოლოგიური დამაფრთხობელი.
სამიზნე სახეობა: გველი.
მწარმოებელი: კორონი, საქართველო.
შემადგენლობა: კუპრი პარკოსნების 10%.
გამოყენების ჩვენებები
რეპელენტი დაგიცავთ ნებისმიერ ადგილას, სადაც გველების საშიშროება არსებობს: სახლებში, შიდა ეზოებში, დეკორატიულ თუ ხეხილიან ბაღებში, მინდვრებსა თუ სავარგულებში, ფერმებში, სათბურებში და სხვა.
ბიოლოგიური შემაჩერებელი საშუალება გველებისათვის,
• არ შეიცავს ნაფტალინს
• უსაფრთხოა, როგორც გარემოსათვის, ისე ადამიანებისათვის
• მოქმედებს წლის ნებისმიერ პერიოდში
• ადვილად გამოყენებადია და ხასიათდება ხანგრძლივი მოქმედებით
გამოშვების ფორმა: 50მლ, 200მლ, 500მლ სპრეის სახით და 1000 მლ შესასხურებელი ხსნარი.
გამოყენების წესი და დოზირება
გამოიყენება 1ლ/1000 გრძივ მეტრზე.
ბარიერის პერიმეტრის დამუშავება:
სასხურებელი აპარატის საშუალებით წერტილოვანი დასხურების მეთოდით შეასხურეთ მოცემული საშუალება 20-30 სმ ინტერვალით წყვეტილ ზოლად იმ ფართობის გარშემო, რომლის დაცვაც გსურთ. არ არის აუცილებელი მოცემული საშუალებით მიწის მთლიანად დამუშავება. შესხურება აუცილებელია მოხდეს წვრილი ჭავლით და არა გამაფრქვეველით.
პროფილაქტიკის ან ზოგადად პრევენციის მიზნით გამოიყენება შემდეგი დოზით: 1ლ 1000 გრძივ მეტრზე.
პრეპატარი არ კარგავს ეფექტურობას ძლიერი წვიმების შემთხვევაშიც კი.
საუკეთესო შედეგის უზრუნველყოფა შესაძლებელია 30 დღის ინტერვალით გამეორების შემთხვევაში.
პირველადი დახმარება: მოცემულმა პროდუქტმა თვალში ან კანზე მოხვედრისას შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება. თვალში მოხვედრის შემთხვევაში ამოიბანეთ ის საპნიანი წყლით. კანის გაღიზიანების შემთხვევაში მოიბანეთ გაღიზიანებული ადგილი საპნითა და წყლით. თუ გაღიზიანება გრძელდება, მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები
პროდუქტის შენახვა და ტრანსპორტირება ხდება ვერტიკალურ პოზიციაში. შეინახეთ მხოლოდ ორიგინალ კონტეინერში, მშრალ, ბავშვებისა და ცხოველებისაგან მიუწვდომელ ადგილას. ნუ გამოიყენებთ დაცარიელებულ კონტეინერს. გადააგდეთ ის ნაგავში.