ოლიგოფოსი / Oligofos

ოლიგოფოსი

შემადგენლობა1 მლ საკვებდანამატი შეიცავს, მცენარეული ღეროვანი უჯრედების კონცენტრატს (Zea mays) - 56.6 მგ.

გარეგნული აღწერა: ღია ყვითელი ფერის, სპეციფიური სუნის მქონე, გამჭვირვალე ხსნარი. საკვები დანამატი არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ კომპონენტებს, ქიმიური დანამატებს, არა პათოგენური და არატოქსიკურია.

ბიოლოგიური თვისებები

საკვებდანამატი ჰეპატოპროტექტორული ჯგუფიდან, ავლენს რეგენერაციის, დეტოქსიკაციისა და ანტიოქსიდანტურ მოქმედებას. მის შემადგენლობაში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ფენოლები, აზოტშემცველი ჰეტეროციკლური ნაერთები) უზრუნველყოფენ ღვიძლის აღდგენა-გაწმენდას, აუმჯობესებენ უჯრედშიდა ცვლასა და ჰეპატოციტების მეტაბოლიზმს; აწესრიგებენ ცხიმოვან და ენერგეტიკულ ცვლას; იცავენ კუჭ-ნაწლავს  პათოგენური მიკროორგანიზმებისაგან, აწესრიგებენ მიკროფლორას;
მოქმედების მექანიზმი: ჰეპატოპროტექტორული მოქმედების ეფექტს განაპირობებს მცენარეული ექსტრაქტების ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ერთობლივი მოქმედება. ღვიძლში ახდენს უჯრედების მემბრანების სტაბილიზაციას, აფერხებს მათ შემდგომ დაშლას და უჯრედებში ტოქსინების შეღწევას;
ცილებისა და ფერმენტების  სინთეზის სტიმულაციით აჩქარებს დაზიანებული ჰეპატოციტების რეგენერაციას; აუმჯობესებს ღვიძლის დეტოქსიურ ფუნქციას და ავლენს ბაქტერიციდულ და ბაქტერიოსტატიკურ აქტივობას ნაწლავური ინფექციების ზოგიერთი გამომწვევის მიმართ. იცავს ღვიძლის უჯრედულ სტრუქტურას, ხელს უწყობს რეგენერაციას და ასტიმულირებს მათ დამცველობით ფუნქციას. ამცირებს ტოქსინების გავლენას ღვიძლის უჯრედებზე.

გამოყენების ჩვენებები

საკვებდანამატი “ოლიგოფოსი“ რეკომენდირებულია სას. სამ. ცხოველებისა და ფრინველებისთვის, როგორც პროფილაქტიკური, დამცავი საშუალება ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებისათვის ღვიძლის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციების დარღვევების შემთხვევაში, მათ შორის:
-    ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
-    ღვიძლის ტოქსიური დაზიანებები;

-    ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, გამოწვეული ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიებით;
-    ღვიძლის ციროზის სამკურნალოდ, კომბინირებული თერაპიის კომპლექსში;
-    მკურნალობისა და მკურნალობის შემდგომ პერიოდში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, ანტიბიოტიკებისა და სხვა მედიკამენტების ხანგრძლივი გამოყენების დროს.
საკვებდანამატი მიიღება სასმელ წყალთან ან საკვებთან (ფხვიერ და გრანულირებულ საკვებთან) ერთად, პერორალურად 100მლ/1ტ წყალზე, დღეში ერთჯერ, 5-7 დღის განმავლობაში.

საკვებში შესაყვანი დოზები:

თავსებადია საკვებში შემავალ ყველა ინგრედიენტთან, ვიტამინებთან, მინერალებთან და ანტიბიოტიკებთან.
გვერდითი მოვლენები და გართულებები საკვებდანამატის გამოყენებისას გამოვლენილი არ არის.
სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველის პროდუქცია საკვებდანამატის გამოყენების შემდეგ შეიძლება გამოიყენებოდეს სასურსათო მიზნებისათვის შეზღუდვების გარეშე.

გამოყენების წესი, დოზირება

საკვებდანამატი მიიღება სასმელ წყალთან ან საკვებთან (ფხვიერ და გრანულირებულ საკვებთან) ერთად, პერორალურად 1 ლ / 1 ტ წყალზე, დღეში ერთჯერ, 5-7 დღის განმავლობაში

გამოშვების ფორმა: საკვები დანამატი დაფასოებულია 100 მლ პოლიეთილენის ფლაკონში და 1ლ პოლიეთილენის ბოთლში.

ლოდინის პერიოდიცხოველებისა და ფრინველისგან წარმოებული პროდუქცია სასურსათო მიზნებისათვის გამოიყენება შეზღუდვების გარეშე.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას, 5-25°С ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

ვარგისიანობის ვადა2 წელი დამზადების დღიდან. აკრძალულია საკვებ დანამატის გამოყენება ვადის ამოწურვის შემდეგ.

მწარმოებელი: შპს ”ბიოტეკსი», საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ # 8

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ