წამლის ფორმა: გარეგანი გამოყენების ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული, სადეზინფექციო საშუალება.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ღორი, ძაღლი, კატა, ფრინველი.
მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.
შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: პოვიდონ იოდს 100მგ.
გამოყენების ჩვენებები
• ჭრილობების, დამწვრობების, წყლულების, მათ შორის ტროფიკული წყლულების ანტისეპტიკური დამუშავება.
• დეზინფექცია კანის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, გინეკოლოგიური ინფექციურ-ანთებითი დაავადებების შემთხვევაში.
• კანისა და ლოწოვანი გარსის დამუშავება დიაგნოსტიკამდე და დიაგნოსტიკის შემდგომი გამოკვლევები და მანიპულაციები (ინფექციები, პუნქციები, სისხლის აღება ბიოფსია და სხვა).
• ავადმყოფების ჰიგიენური დამუშავება, ოპერაციის წინა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
• სამედიცინო პერსონალისა და ქირურგის ხელების ჰიგიენური დასუფთავება ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ.
• დეზინფექცია ინფექციური დერმატიტების, სოკოვანი დაავადებების, პაპილომების, ჩირქოვანი დაავადებების შემთხვევაში.
• სამედიცინო პერსონალისა და ქირურგის ხელების ჰიგიენური დასუფთავება, დაინფიცირებული ავადმყოფიდან კონტაქტის შემთხვევაში.
• გინეკოლოგიაში მწვავე და ქრონიკული ვაგინიტების, მომყოლის შეჩერების, ენდომეტრიტების, მეტრიტების, ტრიქომონოზის, კანდიდოზის დროს.
• ცხოველების კიდურების დეზინფექცია თურქულით, ნეკრობაცილოზით დაავადების შემთხვევაში.
• კასტრაციის წინა და შემდგომი მანიპულაციების შემთხვევაში.
• შენობების, წარმოება-დაწესებულებების, კვების ობიექტების, სამედიცინო დაწესებულებების საკვებურების, წყლის ჭურჭლის, ასევე ცხოველების სადგომების, ინკუბატორების, საფრინველისა და სხვა მოწყობილობების დეზინფექცია.
გამოშვების ფორმა: იოდზეფის 10%-იანი ხსნარი დაფასოებული 1ლ, 100მლ, 20მლ პოლიეთილენის კონტეინერში.
გამოყენების წესი და დოზირება
- შენობა ნაგებობის და მოწყობილობის დეზინფექცია - 1:100 - 1-200-ზე განზავებით. ხსანარის 1 ლიტრი საკმარისია - 4მ2² ფართობის დასამუშავებლად, ხოლო გაფრქვევით ან გაბოლებით 100 მ3³ მოცულობისათვის.
- შენობა ნაგებობის და მოწყობილობის დეზინფექცია ინფექციური კერების არსებობისას - 1:20 - 1-50განზავებით.
- კანის საფარველის დასამუშავებლად გამოიყენება იოდზეფის წყალხსნარი 1:10 განზავები.
- კიდურებისა და პირის ღრუს დეზინფექცია 1:100-150-ზე განზავებით.
- კანის ზედაპირის და ლორწოვანი გარსის სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების შემთხვევაში გამოიყენება იოდზეფის 10%-იანი განუზავებელი ხსნარი. გარეგანი დამუშავებისათვის დაიტანენ დაზიანებულ უბანზე და ტოვებენ 1-2 წთ, შემდეგ ჩამოიბანენ გულდასმით.
შენახვის პირობები
სამუშაო ხსნარი მზადდება უშუალოდ გამოყენების წინ. დამზადებული ხსნარის ხანგრძლივად შენახვა დაუშვებელია. ხსნარს უნდა ჰქონდეს მუქი-ყავისფერი შეფერილობა, გაუფერულება არაეფექტურობის მაჩვენებელია. სინათლეზე და 40°C ტემპერატურაზე ჩქარდება აქტიური ნივთერებების დაშლა.
ინახება მშრალ, ბნელ ადგილას 20°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.