ექტოციდოლი 600 / Ectocidol 600

წამლის ფორმა: გასაბანი ხსნარი, ემულსიური კონცენტრატი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ექტოპარაზიტული, ინსექტოაკარიციდული საშუალება.


სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, ღორი.


მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.


შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს: დიაზინონს 600მგ.


გამოყენების ჩვენებები


გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის და ცხვრების ფსოროფტოზის საწინააღმდეგოდ, ღორებში – სარკოფტოზის, ცხოველებში გარეგანი ენტომოზების, ასევე გარეგანი მკბენარების - ტკიპების, ბუზების და სხვა ექტოპარაზიტების გასანადგურებლად, ცხოველების და ფრინველების სადგომებში -დეზინსექციისა და დეზაკარიზაციისათვის.


გამოშვების ფორმა: 4მლ ამპულაში, 100 მლ პოლიეთილენის ფლაკონში და 1 ლ პოლიეთილენის ბოთლში.


გამოყენების წესი და დოზირება


გამოიყენება გასაბანად და შესასხურებლად.


მსხვილფეხა პირუტყვი:  გასაბანად 10მლ/24ლ წყალში გახსნილი, შესასხურებლად 1 მლ 2,4 ლ-ზე.

ცხვარი: შესასხურებლად 1მლ პრეპარატი გახსნილი 1 - 2,4ლ წყალში. გასაბანი ავზისათვის 10მლ პრეპარატი 8ლ წყალში.

ღორი:  შესასხურებლად 1მლ/2,4ლ წყალში განზავებული.


შენობების დეზინსექცია:
200 მლ პრეპარატი 5ლ წყალში 100 მ2 ფართობზე მოსასხურებლად.


ექტოციდოლი 600 გამოიყენება  წყლიანი ემულსიის სახით. გამოსაყენებელი ემულსია უნდა მოვამზადოთ უშუალოდ დამუშავების წინ.


ხსნარის მომზადება: პრეპარატის საჭირო რაოდენობა გახსენით წინასწარ მცირე რაოდენობის წყალში, კარგად შეანჯღრიეთ და დაუმატეთ წყლის დარჩენილი რაოდენობა.


შესხურება: ცხოველი მთლიანად უნდა დასველდეს ხსნარით.


გაბანება: ცხოველი უნდა გაიბანოს 1 წუთის განმავლობაში, აუცილებელია თავის თუნდაც ერთხელ გაბანვა. ცხვარი უნდა გაიბანოს გაკრეჭიდან 15 დღის შემდეგ. გასაბანი ავზები გამოყენებულ უნდა იქნას ხსნარის გამზადების დღესვე, იმ ადგილებში, სადაც თავი იჩინა ლისტერიოზმა.


დამუშავების სიხშირე დამოკიდებულია პარაზიტის სახეობაზე, კლიმატურ პირობებზე და ინფექციური პროცესის ხარისხზე.


ღორს მუნის ტკიპაზე დამუშავება შეიძლება დასჭირდეს 2-ჯერ, 7-10 დღის ინტერვალით, ამასთანავე აუცილებელია სადგომის დამუშავება.


სადგომი: პარაზიტების კონტროლისათვის აუცილებელია სადგომის დამუშავება. რწყილების საწინააღმდეგოდ სადგომი უნდა დამუშავდეს 2-ჯერ 10-15 დღის ინტერვალით.


შენახვის პირობები


პრეპარატი ინახება ქარხნულ შეფუთვაში კარგად განიავებულ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250C  ტემპერატურაზე. დაიცავით ტენისაგან, ბავშვებისაგან და შინაური ცხოველებისაგან. შეფუთვის გახსნიდან მისი შემადგენლობა გამოიყენება 3 თვის განმავლობაში. გამოყენების შემდეგ კარგად შეფუთეთ. მისი კრისტალიზაცია ნიშნავს პროდუქციის დეგრადაციას.


ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.


იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ