ბიტოქსი / Bitox

წამლის ფორმა: გასაბანი ხსნარი, ემულსიური კონცენტრატი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ექტოპარაზიტული, ინსექტოაკარიციდული საშუალება.

 

სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, ღორი.

 

მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.

 

გამოყენების ჩვენებები

 

გამოიყენება, როგორც ექტოპარაზიტიული საშუალება მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის და ღორის მუნის ტკიპას,  ქავანების, რწყილების, იქსოდიდური ტკიპების, ტილების, კოღოების, ბუზების, ხორცის ბუზის მატლების საწინააღმდეგოდ.

 

გამოყენების წესი და დოზირება


ექტოპარაზიტიული საშუალება გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის და ღორის მუნის ტკიპას,  ქავანების, რწყილების, იქსოდიდური ტკიპების, ტილების, კოღოების, ბუზების, ხორცის ბუზის მატლების საწინააღმდეგოდ.

 

 

გამოშვების ფორმა: 3მლ ამპულაში, 100მლ პოლიეთილენის ფლაკონში, 1ლ პოლიეთილენის ბოთლში და 5ლ პოლიეთილენის ბიდონში.

 

შემადგენლობა: 1მლ ხსნარი შეიცავს 0,05 მლ დელტამეტრინს.

 

ფსოროპტოზის პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით დამუშავებისათვის ფლაკონის შემადგენლობას ხსნიან:

 

ცხვრების გასაბანად - 1ლ იხსება/1600ლ წყალში;

ესხურების მიზნით - 1ლ იხსება/1000ლ წყალში;

ტკიპების საწინააღმდეგოდ მსხვილფეხა პირუტყვის შესხურებით დამუშავებისთვის - 1ლ იხსება 1350ლ წყალში.

 

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°C-ზე.


ვარგისიანობის ვადა: 1 წელი.

 

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ