წამლის ფორმა: გარეგანი გამოყენების ფხვნილი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული საშუალება.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, კენტჩლიქიანები, ღორი.
მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.
შემადგენლობა: 1გ ფხვნილი შეიცავს: ფურაზოლიდონს 80მგ, ბორის მჟავას 150მგ, იოდოფორმს 10მგ.
გამოყენების ჩვენებები
გამოიყენება კასტრაციის შემდგომი დამუშავებისათვის, სხვადასხვა ჭრილობების, ნაკაწრების, დაბეჟილობის, ნაწოლების დამუშავებისათვის.
გამოშვების ფორმა: 50გ პოლიეთილენის ფლაკონში.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატის გამოყენებამდე დაზიანებულ ადგილებს ასუფთავებენ ჭუჭყისგან და აცილებენ მკვდარ ქსოვილებს, შემდეგ ხდება თხელ ფენად მიფქრვევა და ცხოველებს არ აძლევენ ალოკვის საშუალებას. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია დაზიანებული კერის სიმძიმეზე.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი.