მასტიკლოქსი / Mastiklox

წამლის ფორმა: ზეთოვანი სუსპენზია, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული საშუალება.


სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა.


მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.


შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს: ამოქსიცილინს 25 მგ, კლოქსაცილინს 25 მგ.


გამოყენების ჩვენებები


მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი და თხა - სტრეპტოკოკებით, სტაფილოკოკებით, ჩხიროვანი ბაქტერიებით, კორინებაქტერიებით და ფსევდომონადებით (ტუბერკულოზის აღმძვრელის გარდა) გამოწვეული ქრონიკული და მწვავე მასტიტი.


გამოყენების წესი და დოზირება


დასაშვებია პრეპარატის მცირედ გამყარება, მოხმარების წინ პრეპარატი შეათბეთ  სხეულის ტემტერატურამდე (37oC-მდე).


მსხვილფეხა პირუტყვი: 10მლ ცურის ყოველ დაავადებულ მეოთხედზე, 12-24 სთ-ში ერთჯერ.


ცხვარი და თხა: 5მლ ცურის ყოველ დაავადებულ მეოთხედზე 12-24 სთ-ში ერთჯერ.


მშრალობის პერიოდში: 10მლ ცურის ყოველ დაავადებულ მეოთხედზე 10-14 დღის განმავლობაში ბოლო მოწველის შემდეგ. შეიყვანება სარძევე ჯირკვლის არხიდან.


შენახვის პირობები


პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 10-20°C-ზე.


ვარგისიანობის ვადა:  2 წელი.

 

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ