წამლის ფორმა: გარეგანი გამოყენების მალამო, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, კენტჩლიქიანები, ღორი, ბოცვერი, ძაღლი, კატა, ფრინველი.
მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.
შემადგენლობა: მალამოს 1 გ შეიცავს: დინდგელის ექსტრაქტს 24მგ.
გამოყენების ჩვენებები
ღია ჭრილობები, დამწვრობები, ეგზემა, ვაგინიტები, მასტიტები, დერმატიტები, ბურსიტები, ნაწიბურები, ნახეთქები, ჩლიქების ჩირქოვან-ნეკროზული პროცესების, ასევე პოსტოპერაციულ პერიოდში ჭრილობების შეხორცება და რეგენერაცია.
გამოშვების ფორმა: 20გ ან 500გ მალამო პოლიეთილენის ქილებში.
გამოყენების წესი და დოზები
მალამოს უსმევენ თხელ ფენად სუფთა თეთრ ქსოვილზე ან დოლბანდზე, რომელსაც შემდგომ დააფენენ სხეულის დაზიანებულ ადგილას, გადახვევებს და შეზელვას აწარმოებენ დღეში 2-3ჯერ გამოჯანმრთელებამდე.
მალამოს მსუბუქად შეაზელენ უშუალოდ დაზიანებულ კერას და მის გარშემო ქსოვილებს, ასევე საჭიროებისმებრ შეიძლება მისი ტამპონების გამოყენებაც.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°C-ზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.