წამლის ფორმა: გარეგანი გამოყენების მალამო, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ღორი, კენტჩლიქიანები.
მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.
შემადგენლობა: 1 გ შეიცავს: სოჭის ზეთს 70 მგ.
გამოყენების ჩვენებები
პიხტის მალამო გამოიყენება ჭრილობების, დამწვრობის, ეგზემის, დერმატიტების, ბურსიტების, ქსოვილების ტრავმული დაზიანებების დროს.
გამოშვების ფორმა: 20გ პოლიეთილენის ფლაკონში.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატის თხელ ფენას უსმევენ სუფთა დოლბანდზე და ახვევენ ჭრილობას. პროცედურა ტარდება დღეში 1-2 ჯერ გამოჯანმრთელებამდე. მალამოს წასმა შეიძლება უშუალოდ დაზიანებულ უბანზე მსუბუქი შეზელვით. დაზიანებების და მასტიტების დროს გამოიყენება მალამოს თბილი სახვევები.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.