წამლის ფორმა: თვალის მალამო, გამოიყენება ვეტერინარიში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ღორი, ცხენი, ძაღლი, კატა.
მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.
შემადგენლობა: მალამოს 1 გ შეიცავს: ტეტრაციკლინის დიჰიდრატს 0,01 გ.
გამოყენების ჩვენებები
გამოიყენება ცხოველებში თვალის ინფექციური დაავადებების: კონიუქტივიტის, ბლეფარიტის, ტრახომას, რქოვანას დაზიანებისა და სხვათა სამკურნალოდ.
გამოშვების ფორმა: 20გ პოლიეთილენის ქილაში.
გამოყენების წესი და მეთოდები
მალამოს უსმევენ თვალის შიდა მხარეს და გარეთა მხრიდან მსუბუქი მოძრაობით ანაწილებენ კონიუქტივის მთელ პარკზე. მალამო გამოიყენება ყოველდღიურად, 3-5 ჯერ დღეში, გამოჯანმრთელებამდე. მალამოს დოზა ერთ ცხოველზე შეადგენს 0,2გ-დან 0,4გ-მდე.
გვერდით მოვლენებს არ იწვევს.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბნელ ადგილას 15-25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.