ალქვერნატ ზიკოქცი / Alquernat Zycox

პრეპარატის ფორმა: პერორალურად მისაღები ფხვნილი, გამოიყენება ვეტერინარიაში.



ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი (პრონუტრიენტი).

 


სამიზნე სახეობა:
ფრინველი, ღორი.



მწარმოებელი ქვეყანა:
ბიოვეტ, ს. ა. ესპანეთი.



შემადგენლობა: ნივრის ექსტრაქტი (Allium sativum), არტიშოკის ექსტრაქტი (Cynara scolymus), თავშავას ექსტრაქტი (Origanum vulgare).



გამოყენების ჩვენებები


ალქვერნატ ზიკოქცი არის ბუნებრივი საშუალება, მისი გამოყენებით:


    -    მცირდება სიკვდილიანობა და მიღწეულია უკეთესი ეფექტურობის ინდექსი;
    -    მცირდება ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანება;
    -    საკვების კონვერსიის უკეთესი მაჩვენებელი აქვს;
    -    კვერცხმდებლი ფრინველისთვის უმჯობესდება კვერცხის დების მაჩვენებელი, კვერცხის წონა;


არ გააჩნია ტოქსიკური ეფექტი, არ აღინიშნება შეუთავსებლობა ან უკუჩვენებები, არ ტოვებს ნარჩენებს და არ არის გარემოსთვის საზიანო  


გამოშვების ფორმა: 5 და 25კგ-იან ტომრებში.


გამოყენების წესი და დოზირება


გამოიყენება ყველა ასაკის ფრინველებისა და ღორებისთვის, როგორც კოქციდიოსტატიკი, ნაწლავების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. პრეპარატი  ეძლევა პერორალურად, დოზით 0,5კგ/ტ საკვებთან ერთად, ფრინველისა და ცხოველის სიცოცხლის განმავლობაში.

 

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ და ბნელ ადგილას, კარგად თავმოკრულ პაკეტებში.

 

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ