წამლის ფორმა: პასტისებური მისატყუარი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სადერატიზაციო საშუალება.
სამიზნე სახეობა: მღრღნელები, სახლის თაგვი, შავი და რუხი ვირთხა.
მწარმოებელი: უნიჩემი, სლოვენია.
შემადგენლობა: ბრომადიოლონი 50 მგ/კგ.
გამოყენების ჩვენებები
ბრომადიოლონით მოწამვლის მთავარი ნიშნები და სიმპტომებია სისხლდენა ცხვირიდან, სისხლდენა ღრძილებიდან, სისხლი შარდში, მრავლობითი მოლურჯო-მოშავო ლაქები კანზე და ტკივილი მუცლის არეში.
გამოშვების ფორმა: 60გ პაკეტებში და 10კგ-იან PE/PP ვედროსა ან მუყაოს ყუთში.
გამოყენების წესი და დოზები
რატიმორის ახალი სატყუარა გამოიყენება როდენტიციდის სახით (მღრღნელების საწინააღმდეგო საშუალება), როგორც საყოფაცხოვრებო და სოფლის მეურნეობის პროდუქტების შესანახ ნაგებობებში, ისე მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებში შემდეგი მღრღნელების მოსასპობად:
სახლის თაგვები (Mus musculus) – 2 - 3 ცალი სატყუარა პაკეტი უნდა დადოთ ყოველი 2 - 5 მეტრის დაშორებით;
შავი (Rattus rattus) და რუხი ვირთხები - 4-6 ცალი სატყუარა უნდა დადოთ ყოველ 5-10 მეტრში.
დიდი პოპულაციის შემთხვევაში მანძილები შეიძლება შემცირდეს.
ის განკუთვნილია, როგორც შენობის შიგნით, ასევე შენობების გარშემო დამუშავებისთვის, ასევე შესაძლებელია მისი გამოყენება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც.
გამოყენების პერიოდი შეზღუდული არ არის. სატყუარები უნდა დადოთ ყოველ ორ კვირაში მანამდე, სანამ ისინი შეუხებელნი არ დაგხვდებათ. იმ ადგილებში, სადაც არიან ადამიანები და ცხოველები, სატყუარებს უნდა დაადოთ რაიმე წონადი სხეული (მაგალითად, აგური ან დაფა). სატყუარები მოარიდეთ წყალს ან განათავსეთ მინიმუმ 10 მეტრის მოშორებით. სასოფლო-სამეურნეო ფერმებში მისი გამოყენება დასაშვებია პროფესიონალური წესით.
რატიმორის (ბრომადიოლონის) სატყუარის დერატიზაცია შეადგენს 7-10 დღეს.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ჩაკეტილ სათავსოში, რომელიც არ არის განკუთვნილი საკვების, სასმელისა და ცხოველებისთვის საკვების შესანახად.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.