წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული საშუალება, ანტიბიოტიკი.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ღორი, ძაღლი, კატა.
მწარმოებელი ქვეყანა: ინვესა, ესპანეთი.
შემადგენლობა: ამოქსიცილინი (ტრიჰდრატი), 150 მგ; შემავსებელი 1მლ-მდე.
გამოყენების ჩვენებები
ამოქსიცილინი 15% LA გამოიყენება მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის, ღორების, ძაღლების და კატების ინფექციური დაავადებების მკურნალობისათვის, რესპირატორული (რინიტი, პნევმონია, ბრონქოპნევმონია), კუჭნაწლავის ტრაქტის (დიარეა, ენტერიტები, კოლიბაქტერიოზი, სალმონელოზი), შარდსასქესო სისტემის ორგანოების (ცისტიტი, ენდომეტრიტი, მეტრიტი, ვაგინიტის, ლეპტოსპიროზი), მასტიტების, კანის დაზიანების, რბილი ქსოვილის და ჩლიქის (ნეკრობაქტერიოზი, ართრიტი, აბსცესი) დაავადებების დროს, აგრეთვე ქირურგიული, პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკისათვის, გამოწვეული ამოქსიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.
გამოშვების ფორმა: 10მლ, 50 მლ, 100 მლ, 250 მლ და 500 მლ მუქი ფერის მინის ფლაკონი, მოთავსებული მუყაოს კოლოფში.
გამოყენების წესი და დოზები:
გამოყენების წინ ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ ჰომოგენური სუსპენზიის მიღებამდე. ამოქსიცილინი 15% LA-ს თერაპიული დოზა ყველა მითითებული ცხოველებისათვის ერთნაირია და შეადგენს 1მლ-ს 10კგ ც.წ-ზე (15მგ/1კგ ც.წ-ზე) კუნთში ან კანქვეშ, ერთჯერადად. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის განმეორებით შეყვანა 48 საათის შემდეგ.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას 5-250C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.