პრეპარატის ფორმა: პერორალურად მისაღები ფხვნილი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სპაზმოლიზური, საფაღარათო საშუალება.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხენები, ღორი, ცხვარი, ძაღლი, კატა.
მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.
შემადგენლობა: ნატრიუმის სულფატი დაკრისტალებული 10 მოლეკულა წყალთან (NaS2O4 . 10H2O).
უფერო, გამჭვირვალე კრისტალები, უსუნო, მწარე, მარილიანი გემო, ადვილად წყალში ხსნადი.
გამოყენების ჩვენებები
გლაუბერის მარილი მცირე დოზებით გამოიყენება მადის მოსამატებლად და მონელების გასაუმჯობესებლად, ხოლო დიდი დოზებით, როგორც საფაღარათო საშუალება შეკრულობის დროს, ნაღვლმდენი, სპაზმოლიზური საშუალება, ასევე გამოიყენება ნაწლავების გადავსების, მეტეორიზმის დროს და როგორც ანტიდოტი, ინტოქსიკაციის დროს.
გამოშვების ფორმა: 500გ პოლიეთილენის პაკეტში.
გამოყენების წესი და დოზირება
გლაუბერის მარილი ეძლევა დიდ რაოდენობა წყალთან ერთად,
საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად:
მსხვილფეხა პირუტყვი, ცხენები - 0,5გ/კგ ც.წ-ზე; ღორი, ცხვარი - 0,3გ/კგ ც.წ-ზე,
ძაღლი, კატა - 1,0გ/კგ ც.წ-ზე;
როგორც საფაღარათო საშუალება:
მსხვილფეხა პირუტყვი, ცხენები - 1,0გ/კგ ც.წ-ზე, ღორი, ცხვარი - 0,5გ/კგ ც.წ-ზე ძაღლი, კატა - 1,5გ/კგ ც.წ-ზე)
ასეთივე დოზებში გამოიყენება ორგანიზმიდან ტოქსინებისა და მავნე ნივთირებების გამოსადევნად.
შენახვის პირობები
მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 20°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.