წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მინერალური კომპლექსი.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა, ცხენი, ღორი, გოჭი.
მწარმოებელი ქვეყანა: კრკა, სლოვაკეთი.
შემადგენლობა
100 მლ შეიცავს: კალციუმის გლუკონატს 32,82გ, კალციუმის გლიცეროფოსფატს 8,13გ, მაგნიუმის ქლორიდს 4,18გ.
გამოყენების ჩვენებები
კალფოსეტი გამოიყენება კალციუმის, ფოსფორისა და მაგნიუმის ნაკლებობასთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობის და პროფილაქტიკისთვის:
- ჰიპოკალციემია და მშობიარობის შემდგომი პარეზი;
- სხვადასხვა ფორმის ტეტანიები: საძოვრის ტეტანია, ტეტანია მაკეობისა და ლაქტაციის დროს;
- კალციუმის, ფოსფორისა და მაგნიუმის მეტაბოლიზმის მოშლა, განსაკუთრებით მაკეობის დროს;
- რაქიტი ახალგაზრდა ცხოველებში, ოსტეომალაცია ზრდასრულ ცხოველებში, ალერგია, ტოქსიკოზი, მშობიარობის შემდგომი ჰემოგლობინურია, ლაქიანი ავადმყოფობა;
- ჭინჭრის ციება, ეგზანთემა, ჰემორაგიული დიათეზი, ჰემატურია და მიოგლობინურია;
- დამხმარე თერაპია ტყვიით, მჟაუნმჟავით ინტოქსიკაციის დროს.
დოზირება და გამოყენების წესი
მსხვილფეხა პირუტყვი (500კგ) - ვენაში, კუნთში ან კანქვეშ, 80-100 მლ.
ცხვარი, თხა – ვენაში, კუნთში ან კანქვეშ, 15-25 მლ.
ცხენი (500კგ) - ვენაში 80-100 მლ.
ღორი - ვენაში, კუნთში ან კანქვეშ, 15-25 მლ.
გოჭები - კუნთში ან კანქვეშ, 2-3 მლ.
საჭიროების შემთხვევაში 24 საათში შეიძლება დოზის გამეორება.
გამოშვების ფორმა: 50 და 100 მლ მინის ფლაკონებში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას +5°C-დან +25°C-მდე ტემპერატურაზე.
პრეპარატის გამოყენება დასაშვებია სტერილური ნემსით რეზინის საცობის პირველი ჩაჩხვლეტიდან 28 დღის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.