წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები გრანულები, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საკვები დანამატი, რძის პროდუქტიულობის მოსამატებელი.
სამიზნე სახეობა: ხბო.
მწარმოებელი ქვეყანა: დოქტორ ბატა, უნგრეთი.
შემადგენლობა: ლუდის საფუარის ცოცხალი კულტურა.
გამოშვების ფორმა: 15 კგ და 25 კგ ქაღალდის პაკეტებში.
გამოყენების ჩვენებები
რძის დღიური მონაწველის მომატება (1 ლიტრზე მეტი);
რძეში ცხიმის და ცილების მომატება (0,1%-ზე მეტი);
ლაქტაციის სტაბილიზაცია (სხეულის მასის დანაკარგის პროფილაქტიკა ლაქტაციის დასაწყისში);
ცხოველების ჯანმრთელობის პროფილაქტიკა (აციდოზები, კეტოზები, კიდურების დაავადებები);
ფაშვის მჟავე-ტუტოვანი არეს სტაბილიზაცია;
რეპროდუქციულობის მაჩვენებლის გაუმჯობესება (ნივთიერბათა ცვლის ნორმალიზაციის გზით);
საკვებზე მოთხოვნის გაზრდა და მისი გამოყენების ეფექტურობა;
პრეპარატი არ რეაგირებს ანტიკეტოზურ დანამატებთან, საკვების კომპონენტებთან და არც ფაშვში. თავის მოქმედებას ავლენს რაციონში მათი შემცველობის მიუხედავად. ლივ-საკი უარყოფით ზემოქმედებას არ ახდენს ცხოველების პროდუქტიულობაზე წარმოების ციკლის არცერთ ეტაპზე.
პრეპარატი უძლებს 700 მდე გაცხელებას.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი გამოიყენება კონცენტრირებულ საკვებთან, პრემიქსთან, კომბინირებულ მინერალურ საკვებთან ერთად შემდეგი დოზით:
• შობადობის წინ 2-3 კვირით ადრე 10გ ეძლევა ერთ სულ პირუტყვს, დღე-ღამეში ერთჯერ.
• ლაქტაციის პერიოდში პირველი 100 დღის განმავლობაში 15გ დღეში ერთ სულს.
• ხბოების ზრდისა და განვითარების დაჩქარებისთვის, ჯგუფური შენახვის პირობებში 10გ ეძლევა ერთ სულზე გაანგარიშებით დღეში ერთჯერ, ან ინდივიდუალურად 5გ დღეში ორჯერ.
მეურნეობის პირობებში რეკომენდებულია პრეპარატის შერევა ღერღილთან, ქატოსთან, ხორბლის ფქვილთან და ა.შ. 1:10-თან თანაფარდობით.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.