ალქვერმიქს სტარტერ პრემიუმი / Alquermix starter premium

პრეპარატის ფორმა: პერორალურად მისაღები ფხვნილი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პრემიქსი, საკვები დანამატი.


სამიზნე სახეობა: ფრინველი, მსხვილფეხა პირუტყვი.


მწარმოებელი ქვეყანა: ბიოვეტ, ს.ა. ესპანეთი.


შემადგენლობა


შეიცავს: ვიტამინ E-ს, ბეგქონდარას ექსტრაქტს (Thymus vulgaris), კოჭას ექსტრაქტს (Zingiber officinale), ეხინაცეა პურპურას ექსტრაქტს (Echinacea purpurea), ალუმინ-ნატრიუმ-კალციუმის სინთეზურ სილიკატ ჰიდრატს, პრობიოტიკს, ბროწეულის ექსტრაქტს Punica granatum), ჭიანჭველმჟავა კალციუმს, საჭმლის მომნელებელ ფერმენტს, ლიმონმჟავას,  ვიტამინ C-ს.


გამოყენების ჩვენებები


ალქვერმიქს სტარტერ პრემიუმი გამოიყენება ფრინველისა და მსხვილფეხა პირუტყვისათვის, როგორც საერთო მდგომარეობის, ფიზიოლოგიური პროცესების გამაუმჯობესებელი, პროდუქტიულობის ასამაღლებელი საშუალება, ის უზრუნველყოფს მინერალების მიკრო და მაკრო ელემენტების დონის აღდგენას ორგანიზმში, ასევე ზრდის ნუტრიტიენტების შეწოვას (ზრდის შეწოვის ზედაპირს 100%-ით), რაც ხელს უწყობს ცილების სინთეზს ღვიძლში, რითაც უმჯობესდება საკვების კონვერსია და მცირდება ნაწლავის წონა.


ალქვერმიქს სტარტერ პრემიუმს შეუძლია ჩაანაცვლოს 9 სხვადასხვა ტიპის საკვები  დანამატი, რომელის მიღება უკვე საჭირო არ არის, ესენია: კონსერვანტები, მიკოტოქსინების შემბოჭველები, ზრდის ხელშემწყობი საშუალებები, კოქციდიოსტატები, ანტიოქსიდანტები, იმუნოსტიმულატორები, პრობიოტიკები, ჰეპატოპროტექტორები და ფერმენტები.


გამოშვების ფორმა: 5 და 25კგ-იან ტომრებში.


გამოყენების წესი და დოზირება


ფრინველი 0-დან 10 დღემდე ასაკის, ეძლევა პერორალურად, დოზით 4 კგ/ტ საკვებთან ერთად.


მსხვილფეხა პირუტყვი - ლაქტაციის პერიოდში 200გ/ერთ სულზე საკვებთან ერთად, დღეში ერთჯერ.


შენახვის პირობები
: ინახება მშრალ, გრილ და ბნელ ადგილას, კარგად თავმოკრულ პაკეტებში.


ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.


იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ