დასი 25%-იანი / DAS 25%

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული, იმუნომასტიმულირებელი, ანტისტრესული საშუალება.


სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ცხენი, ღორი, ძაღლი, კატა, ფრინველი.


შემადგენლობა:


1მლ შეიცავს: დასის კონცენტრატს (სოიას თესლების ექსტრაგირებით მიღებული ბიოლოგიურად აქტიური ნაერთთა ჯამი)  0,25მლ.


დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი


გამოშვების ფორმა: 1მლ, 5მლ ნარინჯისფერმინის ამპულაში და 20მლ, 50მლ, 100მლ ნარინჯისფერ მინის ფლაკონში.


ფარმაკოლოგიური თვისებები:


პრეპარატი დასის საინექციო ხსნარს ახასიათებს ანტიმიკრობული, იმუნომასტიმულირებელი, ანტისტრესული მოქმედება. დასის ბუნებრივი ბიოლოგიურად აქტიური შენაერთის მდიდარი, მრავალკომპონენტიანი შემადგენლობა უზრუნველყოფს პრეპარატის მაღალეფექტურობას, უზრუნველყოფს ზემოქმედების ფართო სპექტრს, ცოცხალი ორგანიზმის დაცვის ყველა რგოლზე. ქსოვილებში პრეპარატის მოქმედების რეალიზება ხდება რიგი ფერმენტული სისტემების გააქტიურების მეშვეობით.


პრეპარატს ახასიათებს მაღალი ანტიმიკრობული ზემოქმედება გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, ენტერობაქტერიების ცალკეული სახეობების (Escherichia coli, Proteus vulgaris, Salmonella spp., Staphylococcus spp, Streptococcus spp.,)  და სხვა მიკროორგანიზმების (Pastereula spp., Corynebacterium spp., Chlamydia spp., Mycoplasma spp.) მიმართ. ასევე ამჟღავნებს ანტიმიკრობულ აქტივობას ანტიბიოტიკების მიმართ მდგრად უმარტივესებზე და ბაქტერიების შტამებზე, ამასთან, არ თრგუნავს სასარგებლო მიკროფლორას. Mმოქმედების მექანიზმს საფუძვლად უდევს მიკროორგანიზმის გარეგან მემბრანაზე ზემოქმედება, აღწევს პერიპლაზმატიკური სივრცის შიგნით, იწვევს მისი სტრუქტურის შეცვლას და ფუნქციის მოშლას.     დასი ააქტიურებს ცოცხალი ორგანიზმის დაცვის ყველა რგოლს. იგი აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, პრეპარატის ზემოქმედებით ორგანიზმში ხდება T და B ლიმფოციტების რაოდენობების ნორმალიზება და იმუნოგლობულინების დონის კორექცია, ძლიერდება ორგანიზმის დამცავი მექანიზმები, მაკროფაგების ფუნქციური აქტივობა, ბრკოლდება იმუნოფატიის განვითარება სტრესების დროს და ხელი ეწყობა ორგანიზმის  რეზისტენტობის ამაღლებას.


დასი მნიშვნელოვნად ზრდის მეტაბოლიზმის პროცესს. ინარჩუნებს იმუნომაკორიგირებელი უჯრედების ბალანსს ინფექციური დაავადებების დროს და უზრუნველყოფს ორგანიზმის ნორმალურ ჰომოესტაზს.


გამოყენების ჩვენებები


პრეპარატი რეკომენდებულია ორგანიზმის იმუნიტეტის, რეზისტენტულობის ასამაღლებლად, სხვადასხვა ეტიოლოგიის კუჭ-ნაწლავის დაავადებების საწინააღმდეგოდ; ბაქტერიოლოგიური წარმოშობის დაავადებების
პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.


გამოიყენება კომპლექსური თერაპიის დროს, როგორც იმუნომასტიმულირებელი საშუალება, იმ დაავადებების დროს, რომლებსაც თან სდევს იმუნოდეფიციტის განვითარება. ინიშნება არასპეციფიკური საშუალების სახით ბაქტერიული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, აგრეთვე ვაქცინაციის ეფექტის გასაძლიერებლად. დასი ეფექტურია ცხოველებში სტრესული მდგომარეობების შედეგების თავიდან ასაცილებლად და შესამცირებლად. კერძოდ, ტრანსპორტირების დროს, ოპერაციის წინა და ოპერაციის შემდგომ პერიოდებში. აგრეთვე სხვადასხვა არაგადამდები დაავადებების მკურნალობის კომპლექსში სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან.


გამოყენების წესი და დოზირება


გამოიყენება კუნთში საინექციოდ ფრინველის, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის, ცხენის, ღორების,  ძაღლებისა და კატებისათვის შემდეგი დოზებით:

 


      ცხოველთა სახეობა

ერთჯერადი დოზა, მლ

ზრდასრული ცხოველები (მლ)

3 თვეზე მეტი ასაკის მოზარდეული (მლ)

3 თვეზე ნაკლები მოზარდეული (მლ)

მსხვილფეხა პირუტყვი, ცხენი

5 – 6

1,5 – 3

0,5 – 1,5

წვრილფეხა პირუტყვი

1 – 2

1

0,5 – 1

ღორი

2 – 4

1 – 2

0,5 – 1

ძაღლი, კატა

ფრინველი

1 – 2

0,2

1 – 1,5
0,2

0,5 – 1
0,1

 

ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის: ერთჯერადად მისაღები დოზა თვეში 2-3-ჯერ;


მასობრივი დაავადებების დროს: ერთჯერადად მისაღები დოზა, 5-10 დღის განმავლობაში დღეგამოშვებით;


ცხოველის მდგომარეობის გაუარესებისა და დაავადების საწყის სტადიაზე დიაგნოსტიკის შეუძლებლობისას: ერთჯერადად მისაღები დოზა 2-3-ჯერ, 3-5 დღის ინტერვალით.


მკურნალობის მიზნით: 3-5 დღეში ერთჯერ, არაუმეტეს 5 ინექციისა. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი 5-10 დღეში უნდა გამეორდეს.


  პრეპარატის გამოყენება შეიძლება შრატებთან (იმუნოგლობულინურ თერაპიასთან) და სიმპტომატურ საშუალებებთან (ანტიბიოტიკები, ვიტამინები, საგულე პრეპარატები) ერთად ან ცალკე.


სტრესული მდგომარეობების შედეგების აღმოსაფხვრელად (მაგალითად, ტრანსპორტირებისას, გაპარსვისას და ა.შ.) - ერთჯერადად მისაღები დოზა, სტრესულ ზემოქმედებამდე 10-18 სთ-ით ადრე.


ოპერაციის წინ მოსამზადებად: ერთჯერადად მისაღები დოზა 1-ჯერ, ოპერაციის შემდგომ პერიოდში: 2-5-ჯერ, 3-5 დღის ინტერვალით.

 

პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესების დაცვა. თითოეული ცხოველისთვის იყენებენ ცალკე ნემსს. ინექციის ადგილს ამუშავებენ სპირტით.


გვერდითი მოვლენები


ინსტრუქციის მიხედვით პრეპარატის გამოყენებისას, როგორც წესი გვერდითი მოვლენები და გართულებები არ გამოიხატება.


შეთავსებადობა


თავსებადია ვიტამინებთან, მინერალებთან და ანტიბიოტიკებთან


უკუჩვენებები


მაკეობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება ჩვენების შემთხვევაში. მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისადმი


დაყოვნების პერიოდი


ხორცი გამოიყენება შეუზღუდავად.


შენახვის პირობები


ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.


ვარგისობის ვადა:  2 წელი.


მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.


ინსტრუქცია შემუშავებულია შპს "ბიოტეკსის" მიერ.

მწარმოებელი ორგანიზაციის მისამართი:


შპს "ბიოტეკსი", საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ.№8

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ